ka | en
TSU

Eng-Geo Translate

Author: bakari nemsicveridze
Co-authors: bakar nemsicveridze, alika muradashvili, giorgi kutubidze, roma grigalashvili, levan zazadze
Keywords: Online dictionary, translation, word addition.
Annotation:

ინტერნეტი XXI საუკუნის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის ხელმისწვდომობის კუთხით. ყოველდღიურად ინტერნეტის სხადასხვა საიტებს მილიარდობით მომხმარებლი სტუმრობს, რომელთაც ბუნებრივია სხვადასხვა ცოდნა და გამოცდილება აქვთ ინტერნეტ სივრცეში მუშაობის. დღევანდელ პირობებში ონლაინ ლექსიკონის ვებ საიტის შექმნის საჭიროება გამოწვეულია, თანამედროვე საზოგადოებაში ინტერნეტის როლის უპრეცედენტოდ გაზრდით. ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს შევქმნათ ვებ გვერდი Translate.add.ge, რომელსაც ექნება ონლაინ ლექსიკონის ფუნქცია და დავეხმაროთ როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა ინტერნეტ მომხმარებლებს. ამავე ვებ გვერდის საშუალებით მარტივად შეიძლება მონიშნული სიტყვის გადათარგმნა ინგლისურიდან ქართულად. სიტყვების სათარგმნ სისტემაში, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია დაამატოს სიტყვა, რომელიც აისახება სიტყვების საერთო ბაზაში. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ Single Page ტიპის ვებ-აპლიკაცია, ვინაიდან ის სრულად აკმაყოფილებს დღევანდელ სტანდარტებს. არის სწრაფი და იძლევა კომპლექსური ამოცანების მარტივად გადაჭრის შესაძლებლობას. ასეთი ვებ აპლიკაციის შესაქმნელად გადავწყვიტეთ შემდეგი ტექნოლოგიების გამოყენება: Firebase - მონაცემთა ბაზების სამართავად, React - front-end დეველოპმენტისთვის. Javascript ის ბიბლიოთეკა React საშუალებას გვაძლევს აპლიკაცია იყოს მოქნილი სწრაფი, რადგან გვერდის გადარეფრეშების დროს მხოლოდ შეიცვლება ის კომპონენტები რომლებზეც მოხდა ცვლილება



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com