ka | en
TSU

მიუონების ნაკადისა და დაშლების შესწავლა KM3NeT ექსპერიმენტში

ავტორი: თამთა ხვიჩია
ანოტაცია:

KM3NeT წარმოადგენს ახალი თაობის ნეიტრინულ ტელესკოპებს. დეტექტორები შენდება ხმელთაშუაზღვის ღრმა წყლებში. მათი დანიშნულებაა წვლილი შეიტანონ ასტროფიზიკური ობიექტების და ნეიტრინოების თავისებურებების შესწავლაში. ნაშრომში აღწერილია KM3NeT პროექტი, გეგმები და მიზნები, ასევე განხილულია KM3NeT/ORCA4 დეტექტორი, მისი მუშაობის პრინციპი. წარმოდგენილია დეტექტორზე და სიმულაციით მიღებული მონაცემების რეკონსტრუქციისა და ანალიზის საშუალებები, კომპიუტინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესწავლილია დეტექტორის ოპტიკური მოდულის გამოძახილი ატმოსფერული მიუონების საშუალებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com