ka | en
TSU

პლანარულად ქირალური ფეროცენების ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნუცა ცეცხლაძე
თანაავტორები: გიორგი ჯიბუტი, პაოლა პელუსო, ვიქტორ მამანე
ანოტაცია:

ჩვენი კვლევის მიზანი იყო პლანარულად ქირალური ფეროცენების ენანტიომერების ქრომატოგრაფიული დაყოფის პროცესის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებებისთვის შევიქმნათ გარკვეული წარმოდგენა ადსორბციის და დაყოფის მექანიზმების შესახებ და წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტივობა და ზოგიერთ შემთხვევაში ენანტიომერების ელუირების რიგი. გაანალიზებული ნივთიერებებისთვის ვანტ-ჰოფის ფორმულის მიხედვით ამილოზაზე დაფუძნებულ ქირალურ სვეტზე აცეტონიტრილის მოძრავ ფაზაში წყლის სხვადასხვა შემცველობისას ვიანგარიშეთ თერმოდინამიკური პარამეტრები, როგორც ცალკეული ენანტიომერების ადსორბციისთვის, ასევე მათი დაყოფისთვის. მიღებული შედეგების მიხედვით, შეგვიძლია გავიგოთ ენანტიომერებად დაყოფის პროცესს ენტროპია აკონტროლებს თუ ენთალპია, ისევე როგორც, თუ რა გავლენა აქვს მოძრავ ფაზაში წყლის დამატებას შეკავების ფაქტორზე, ენანტიომერების დაყოფის დროზე და ენანტიომერების ადსორბციის და დაყოფის თერმოდინამიკურ მახასიათებლებზე.


მიმაგრებული ფაილები:

თეზისი [ka]
abstract [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com