ავტორიზაცია
Pseudomoas aeruginosa-ს ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა
ავტორი: მარიამ უბილავასაკვანძო სიტყვები: ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა;ანტიბიორიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა
ანოტაცია:
Pseudomonas aeruginosa პასუხისმგებელია ნოზოკომიური ინფექციებიის 10-15%-ზე მთელს მსოფლიოში.P.aeruginosa-ს იზოლატებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა,როგორც წესი,რთულია ანტიბიოტიკებისა და მრავალი ანტიმიკრობული საშუალების მიმართ რეზისტენტობის მარტივად განვითარების გამო.ასეთი ინფექციები დაკავშირებულია მაღალ სიკვდილიანობასთან,რომელიც მერყეობს 18-დან 61%-მდე.P.aeruginosa აღიარებულია,როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტვის პათოგენი და კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი. კვლევის მიზანია საქართველოს მოსახლეობის კლინიკური მასალიდან გამოყოფილი P.aeruginosa-ს იზოლატების ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა. შესწავლილ იქნა 58 პაციენტის სხვადასხვა კლინიკური მასალიდან გამოყოფილი P.aeruginosa-ს იზოლატების ანტიბოტიკების მიმართ მგრძნობელობა CLSI(Clinical and Laboratory Standards Institute) სტანდარტის მიხედვით.საკვლევ მასალად გამყენებული იყო ნახველი,სისხლი,შარდი და ჩირქოვანი გამონადენები.კვლევისთვის შეირჩა 14 დასახელების ანტიბიოტიკი,აქედან ორი ანტიბიოტიკი გამოიყენება კომბინაციაში ფართო სპექტრის ბეტა ლაქტამურ ინჰიბიტორთან. 1.ამინოგლიკოზიდები( გენტამიცინი,ამიკაცინი,ტობრამიცინი) 2.ქინოლონები( ციპროფლოქსაცინი) 3.ცეფალოსპორინები (ცეფტაზიდმი,ცეფეპიმი) 4.კარბაპენემები ( მეროპენემი,იმიპენემი) 5.პოლიმიქსინები(კოლისტინი) 6.მონობაქტამები(აზტრეონამი) 7.ანტიფსეუდომონალური პენიცილინები (პიპერაცილინი, ტიკარცილინი) 8.ტიკარცილინი/კლავულანის მჟავა,პიპერაცილინი/ტაზობაქტამი კვლევის შედეგებიდან ჩანს რომ პაციენტებში,ტიკარცილინი,ტიკარცილინი/კლავულანის მჟავა,იმიპენემი და გენტამიცინ-ის მიმართ გამოვლინდა მაღალი ხარისხის რეზისტენტობა .რაც მიუთითებს იმაზე რომ მათი გამოყენება P.aeruginosa -თი გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას არ მოგვცემს ეფექტურ შედეგს. ამას ვერ ვიტყვით პოლიმიქსინების კლასის ანტიბიოტიკზე, Colistin-ზე, ვინაიდან მის მიმართ 100%-იანი მგრძლობელობა მივიღეთ. დანარჩენი ანტიბიოტიკების მიმართ მივიღეთ სხვადასხვა შედეგები,აქედან გამომდინარე მათზე დაყრდნობით დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. ვინაიდან Ticarcillin/Clavulanic Acid-ს მიმართ გამოვლინდა მაღალი მდგრადობა შეგვიძლია ვთქვათ რომ რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბეტა ლაქტამაზებით.