ka | en
TSU

სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის საპასუხოდ, საწყის ეტაპზე, ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური მექანიზმების აქტივაციის თავისებურებების შესწავლა

ავტორი: თორნიკე გოგოლაური
საკვანძო სიტყვები: თეთრი ვირთაგვა, ღვიძლი, სუბდიაფრაგმული ვაგოტომია, პოლიპლოიდია.
ანოტაცია:

შესწავლილია სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის პირობებში ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური პროცესების აქტივაციის თავისებურებები. კერძოდ, სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის ექსპერიმენტულ მოდელზე ნაჩვენებია, რომ მასის დაკარგვის გარეშე, გაზრდილ ფუნქციურ დატვირთვის პირობებში საწყის ეტაპზე ღვიძლის ადაპტაცია გენომის ჯერადად ზრდის მექანიზმის აქტივაციით მიიღწევა. კერძოდ, სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის პირობებში გაზრდილი ფუნქციური დატვირთვის საპასუხოდ ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლში ენდორეპლიკაციის მექანიზმის აქტივაცია და შესაბამისად, მაღალპლოიდური G2-0 უჯრედების პოპულაციის წარმოქმნა ხდება. ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარეობს, რომ სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის პირობებში მასის დაკარგვის გარეშე გაზრდილ ფუნქციურ დატვირთვას ღვიძლი საწყის ეტაპზე გენომის ჯერადად ზრდის ენდორედუბლიკაციის მექანიზმების აქტივაციითა და მაღალპოიდური უჯრედიების რაოდენობის ზრდით პასუხობს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com