ka | en
TSU

სხვადასხვა ორგანიზმის პროსტატის ქსოვილებიდან გამოყოფილი ზრდის შემაკავებელი ენდოგენური ფაქტორების შედარებითი შესწავლა

ავტორი: გვანცა ნინიაშვილი
საკვანძო სიტყვები: თეთრი ვირთაგვა, პროსტატა, მიტოზური ინდექსი, თცკ, ელექტროფორეზი.
ანოტაცია:

შესწავლილია, ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედებიდან გამოყოფილი ზრდის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის (თცკ) და ზრდასრული ვირთაგვების სხვადასხვა ქსოვილის (ღვიძლი, თავის ტვინი, გული, პანკრეასი და პროსტატა) თცკ-ს კომპონენტები პოლიაკრილამიდის გელში, ელექტროფორეზის გზით. ნაჩვენებია, რომ ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილიდან გამოყოფილი თცკ, ზრდასრული ვირთაგვას სხვადასხვა ქსოვილიდან მიღებული თცკ-ს მსგავსად, შეიცავს ცილების ორ ქვეჯგუფს: შედარებით მაღალმოლეკულური (20-120კდა) და დაბალმოლეკულური (11-17კდა) ცილების ქვეფრაქციებს. ადამიანის პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილიდან გამოყოფილი თცკ, ინტრაპერიტონეალურად შეყვანის შემდეგ არ ავლენს მოზარდი თეთრი ინტაქტური ვირთაგვების სხვადასხვა ქსოვილის პროლიფერაციულ აქტიურობაზე დამთრგუნველ ზემოქმედების უნარს, რაც მასში აქტიური საწყისის მინორული შემცველობით აიხსნება. დაბალმოლეკულური კომპონენტის მინორული შემცველობა აღმოჩნდა ზრდასრული ვირთაგვას პროსტატის ცილოვან კომპლექსშიც. ასევე, არ იცვლება მოზარდი ვირთაგვების ღვიძლის და თავის ტვინის ჰისტოარქიტექტონიკა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცილოვანი კომპლექსი არ ახდენს აღნიშნულ ქსოვილებზე ტოქსიკურ ზემოქმედებას.


მიმაგრებული ფაილები:

სხვადასხვა ორგანიზმის პროსტატის ქსოვილებიდან გამოყოფილი ზრდის შემაკავებელი ენდოგენური ფაქტორების შედარებითი შესწავლა [ka]
Comparative study of growth inhibitory factors isolated from prostate tissues of different organisms [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com