ავტორიზაცია
ქსელური უსაფრთხოება
ავტორი: გიორგი რუხაძესაკვანძო სიტყვები: მავნე პროგრამები, დაცვის სისტემები, მესამე პირის შეტევები, ბრანდმაუზერი, ქსელის სკანერები
ანოტაცია:
ქსელისა და ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად მრავალი კიბერსაფრთხე ვრცელდება, როგორიც არის: კომპიუტერული ვირუსები, შპიონური პროგრამები, ჰაკერული შეტევები, პირადი მონაცემებისა და ბიზნეს ინფორმაციის ქურდობა, ორგანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობაზე შეტევები და სხვა. ამიტომ დღესდღეობით ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ქსელის საიმედოობის დაცვა, რაც გულისხმობს ქსელში მავნე პროგრამების შეღწევადობის აღკვეთას, ან წარმატებული კიბერშეტევის შემთხვევაში მათი გავრცელების არეალის შეზღუდვას. სწორედ ამ საკითხებს ეხება წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი. მასში განხილულია საკომუნიკაციო ქსელში არსებული საფრთხეები და მათგან დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმები, მათი მუშაობის პრინციპები, განვითარების გზები და მექანიზმებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი საკითხები.