ავტორიზაცია
"სტუდენტების დამხმარე"
ავტორი: სურენ ვარდანიანთანაავტორები: ამბარცუმ კარაპეტიან, სურენ ვარდანიან
საკვანძო სიტყვები: სასწავლო პორტალი, ლექციების კურსი, დაპროგრამების საფუძვლები, პროგრამირება, C++
ანოტაცია:
წლების გამოცდილებებიდან გამომდინარე, არაქართულენოვანი სტუდენტების უმეტესობა, რომლებმაც გადაწყვიტეს გააგძელონ სწავლა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტებში, დგება საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე , რომელიც განპირობებულია ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. ეს პრობლემა განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული პირველ კურსზე. სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ქართულ ენაზე დაწერილი სასწავლო მასალის გაგება და გააზრება. რაც შემდგომში იწვევს სტუდენტის მხრიდან სწავლის მოტივაციის და დონის დაწევას. პროექტის მიზანი არის სწორედ ამ პრობლემის მოხსნა პირველი კურსის სტუდენტებისათვის, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებენ არაქართულენოვანი სკოლებიდან. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პორტალი, სადაც მოხდება პირველი კურსის მასალის ატვირთვა (ზუსტი თარგმანი ქართული სალექციო მასალების) სომხურ და რუსულ ენაზე.(ამ სტუდენტებისათვის ეს ორი ენაა ყველაზე მეტად გასაგები, რადგან მათ სკოლა ამ ენაზე აქვთ დამთავრებული) ეს არის სასწავლო პორტალი, შექმნილი არაქართულენოვანი სტუდენტების დახმარების მიზნით სწავლის საწყის ეტაპზე.