ka | en
TSU

ფაზი-შოკეს ინტეგრლზე დაფუნებული MAGDM. გამოყენება წყლის რესურსების ავარიული მიწოდების მართვაში.

ავტორი: ირაკლი პარშუტკინი
საკვანძო სიტყვები: ფაზი-რიცხვები, ფაზი-სიმრავლეები, შოკეს აგრეგირება, მრავალ ატრიბუტული ჯგუფური გადაწყვეტილებათა მიღების სისტემა, ავარიული მდგომარეობების მართვის სისტემა, წყლის რესურსების მართვა
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში განიხილება ფაზი-სიმრავლეების შოკეს ინტეგრალის აგრეგირებაზე დაფუძნებული მრავალ-კრიტერიუმიანი ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა კრიტერიუმების ურთიერთ ზემოქმედების გათვალისწინებით. ფაზი-სიმრავლეების თეორია ბევრად განსხვავდება სტანდარტული სიმრავლეებისგან. ადამიანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხშირად აზროვნებს ფაზი-განმარტებებით, ვიდრე მკაფიო ცნებებით. ადამიანს აქვს უნარი შეაფასოს ობიექტი ან მოვლენა ხარისხებით, როდესაც ეს ხარისხები არ არის შეზღუდული შეფასებათა დიაპაზონით. ფაზი-რიცხვების გავრცელებამ გამოიწვია მათი განვითარება, როგორც თეორიულ კვლევებში, ასევე პრაქტიკულ გამოყენებაში. ფაზი-რიცხვებზე დაფუძნებული გამოთვლითი ტექნიკა და ინფორმაციული სისტემები მუშაობენ სწორად ადამიანით მოპოვებული გამოცდილებიდან გამომდინარე. ადამიანი ქმნის ცოდნის ბაზას, სადაც განმარტავს ფაზი-რიცხვებს და ფაზი-ლოგიკის წესებს. ამის კარგი მაგალითია ფაზი-თერმების გამოყენება, სადაც ადამიანისთვის გასაგები სიტყვიერი მნიშვნელობა გადაითარგმნება ფაზი-რიცხვებში და მუშავდება ფაზი-გარემოში. ხშირად ფაზი-გარემო გვხდება გამოყენებითი გადაწყვეტილებათა მიღების სისტემებში. როგორც შევნიშნეთ, ადამიანისთვის უფრო ბუნებრივია ხარისხებით შეფასება. ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით შეფასებული გადაწყვეტილებიდან საჭიროა ერთი მნიშვნელობის მიღება, რანგი, რათა შევადაროთ ეს გადაწყვეტილება დანარჩენებთან. ამისთვის გვჭირდება ფაზი-რიცხვების აგრეგირება. საკმაოდ მარტივია დამოუკიდებელი რიცხვების აგრეგირება ისეთი სტატისტიკებით, როგორიცაა საშუალო არითმეტიკული, ალბათური საშუალო და სხვ. სადაც ვთვლით, რომ ყველი რიცხვის წონა თანაბარია, ან შეწონილი არითმეტიკული ინდივიდუალური წონებით, ან მოცემულია ინდივიდუალური ალბათობები კრიტერიუმებისთვის. სიტუაცია იცვლება როდესაც ორი ან რამდენიმე კრიტერიუმი ერთმანეთზე მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში გართულებულია გასაშუალების ოპერატორით ერთიანი შედეგის მიღება. მსგავსი სირთულე გვექნება ჯგუფური გადაწყვეტილებათა მიღებაში, როდესაც ერთ მოვლენას ან ობიექტს აფასებს რამდენიმე ადამიანი. ხშირად მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ერთმანეთის არჩევანზეც. ნაშრომში განხილული შოკეს ინტეგრალზე დაფუძნებული ფაზი-რიცხვების აგრეგირება ითვალისწინებს როგორც კრიტერიუმების ურთიერთ ზემოქმედებას, ასევე დამკვირვებლების -ექსპერტების. λ-ფაზი-ზომის შემოღებითა და შოკეს აგრეგირების გამოყენებით ინფორმაციული სისტემა კიდე უფრო უახლოვდება ადამიანის ლოგიკას. პრაქტიკულ მაგალითში განიხილება შექმნილი ინფორმაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება წყლის რესურსების მართვაში, კერძოდ, ავარიულ შემთხვევებში, როდესაც უნდა იყოს მიღებული მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. განხილული ვებ-აპლიკაცია აწყობილია ASP.NET Core ფრეიმვორკზე. მისი საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ამოცანის შექმნა, დათვალიერება, შეფასების დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტების შეფასებებიდან გამომდინარე. სისტემა მუშაობს ინტერვალურ q-რანგ ორთოწყვილურ ფაზი-რიცხვებთან, რაც წარმოადგენს უპირატესობას ზადეს ფაზი-რიცხვებთან შედარებით - კრიტერიუმის შეფასება ხდება ორი დამოუკიდებელი ფუნქციით, თვითონ შეფასება არ არის შემოსაზღვრული ხარისხების დიაპაზონით, და თვითონ ფუნქციის მნიშვნელობა არის ინტერვალი, და არა ერთი კონკრეტული მნიშვნელობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com