ავტორიზაცია
ჯითრეველ
ავტორი: თამარ ჩოკორაიათანაავტორები: გიორგი დოღაძე,ლევან გორჯელაძე,თამარ სუმბაძე,თენგიზ მიხელიძე,ნინო-მარიამ თარალაშვილი
საკვანძო სიტყვები: ვებ-გვერდი, მოგზაურობა, საქართველო, ტურიზმი
ანოტაცია:
საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს და მის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.ტურიზმი ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების სტაბილურ განვითარებაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ოფიციალური მონაცემებით ტურიზმის სექტორის ზრდის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა,თუმცაღა მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრია დღითიდღე ისისხლხორცებს ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებს,სამწუხაროდ მოცემულ რეალობაში საქართველოში არ არსებობს ვებ პლატფორმა, რომელიც ტურისტს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ყველა სერვისისა თუ ღირსშესანიშნაობების შესახებ, ამიტომაც ქართული კულტურის სიყვარულმა და სურვილმა რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტმა ტურისტმა მოინახულოს გაგვიჩინა იდეა შეგვექმნა ტურისტული ვებ-გვერდი.ჩვენი ტურისტული ვებ-გვერდი დაეხმარება სხვა კომპანიებს საკუთარი ბიზნესების რეალიზაციაში, ჩვენი დახმარებით სასტუმროების მფლობელები დაარწმუნებენ პოტენციურ ტურისტებს რომ ისინი შესთავაზებენ იდეალურ სერვისს ჩვენი მხრივ კი ტურისტები დარწმუნდებიან რომ საქართველოს თითოეული კუთხე იდეალურია მოგზაურობისათვის.როგორც უკვე ვახსენეთ, აღნიშნული ვებ-გვერდი იქმნება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ტურისტებისათვის,რათა გააცნოს მათ ჩვენი ქვეყანა, ინფორმაცია მიაწოდოს სამარშრუტო ტაქსების განრიგის, სასტუმროების, რესტორნების, ავთენტური კერძებისა და კუთხეების შესახებ. ჩვენ ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ შემდეგი ტექნოლოგიები: HTML, CSS, TypeScript, Angular 2+, Node.js