ავტორიზაცია
NADH-Cyb5-რედუქტაზას ინჰიბირების გავლენა ქოლინერგული სისტემის ფუნქციონირებასა და ჰიპოკამპში ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე
ავტორი: სერგო გეგეჭკორისაკვანძო სიტყვები: ჰიპოკამპი, ეპილეფსია, რედუქტაზული სისტემა, ქოლინერგული სისტემა
ანოტაცია:
ეპილეფსია გულყრებისადმი რეკურენტული მიდრეკილების მქონე ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა. მისთვის დამახსიათებლმა გახშირებულმა კრუნჩხივითმა აქტივობებმა შესაძლოა თვის ტვინის ისეთ მაღალეპილეფტოგენურ სტრუქტურაში, როგორიც ჰიპოკამპია, ნეირონული კვდომით განპირობებული სტრუქტურულ/ფუნქციური ცვლილებები გამოიწვიოს. ჰიპოკამპში უხვად არის წარმოდგენილი როგორც გლუტამატერგული, ისე ქოლინერგული პროექციები. აცეტილქოლინი, რომელიც ქოლინისა და აერობული გლიკოლიზის შედეგად მიღებული - აცეტილ-CoA-ს დაკავშირებით წარმოიქმენბა, ნერვულ სისტემაში თავისი ფუნქციების რეალიზაციას ანხორციელებს ნიკოტინური იონოტროპული და მუსკარინული, G-ცილა შეჭიდული რეცეპტორების აქტივაციის გზით. ნანახია, რომ პირამიდულ ნეირონებში აცეტილქოლინით M1 მუსკარინული რეცეპტორის გააქტივებამ, შეიძლება განაპირობოს ჰიპოკამპისა და ზოგადად ქერქის პირამიდული ნეირონების ჭარბი აგზნება და გამოიწვიოს ეპილეფსიური განმუხტვების გენერაცია. გაზრდილი აცეტილქოლინის პირობებში სავარაუდოა ხსენებული ეფექტების გაძლიერება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერული სისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზე ამაგზნებელი თვისებით ხასიათდება. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში NADH-Cyb5 რედუქტაზას შემცირებული აქტივობის გავლენა ქოლინერგულ სისტემის ჩამოყალიბებაზე და შეგვეფასებინა მისი ეფექტები ეპილეფტოგენეზში. გამომდინარე დასახული მიზნიდან NADH-Cyb5 რედუქტაზული სისტემის ინჰიბირებისთვის გამოვიყენეთ პროპრილთიოურაცილი. ინჰიბირების ეფექტები შეფასდა შესაბამისი (Rat NADH-Cytochrome b5 Reductase 3 (CYB5R3) ELISA Kit), ELISA Kit-ით; ხოლო ბიოქიმიური მეთოდით- (Choline/Acetylcholine Assay Kit (ab65345)) განისაზღვრა ქოლინისა და აცეტილქოლინის მაჩვენებლები ტვინოვან ქსოვილში. პტუ-შეყვანილ ცხოველებში შეფასდა ქცევითი მახასიათებლები ღია ველის ტესტში და ჰიპოკამში ელექტრული აქტივობა და მიღებული მონაცმები შედარდა საკონტროლო ცხოველების იგივე მაჩვენებლებს. პტუ-ინექცირებულ ცხოველებში მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა აცეტილქოლინის შემცირებული რაოდენობა სტატისტიკურად სარწმუნოდ მომატებული ქოლინის დონის ფონზე. ქცევით ექსპერიმენტში (ღია ველის ტესტი) დაქვეითებული მოტორული აქტივობის პარალელურად გამოვლინდა ცხოველთა მაღალი ემოციური სატატუსი. ელექტროფიზიოლოგიური კვლევით ნაჩვენებია პტუ-ინექცირებულ ცხოველებში უცვლელი ფონური ნეირონული აქტივობის ფონზე აღინიშნებოდა კაინის მჟავას (კ.მ) ინტრაჰიპოკამპალური აპლიკაციით გამოწვეული ეპილეფსიური განმუხტვების ხანგრძლივობისა და სიხშირის შემცირება როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ჰიპოკამპში. კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-21-158]
მიმაგრებული ფაილები:
„NADH-Cyb5-რედუქტაზას ინჰიბირების გავლენა ქოლინერგული სისტემის ფუნქციონირებასა და ჰიპოკამპში ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე“ [ka]„NADH-Cyb5-რედუქტაზას ინჰიბირების გავლენა ქოლინერგული სისტემის ფუნქციონირებასა და ჰიპოკამპში ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე“ [ka]