ka | en
TSU

გენური ინჟინერია

ავტორი: მაკა პოპიაშვილი
ანოტაცია:

ადამიანი ცვლის ყველაფერს მის გარშემო თავისი სურვილისამებრ, თუმცა ხშირად არ უკვირდება, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. გარემოში პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს მიზეზი არსებული ბალანსის დარღვევისათვის. ტექნიკური პროგრესი დღეს საშუალებას აძლევს ადამიანს სურვილისამებრ შეცვალონ ცხოველთა და მცენარეთა გენოტიპი, ისე, რომ ამით სარგებლობა მიიღონ. გენოტიპის გარდაქმნის პრობლემებს იკვლევს გენური ინჟინერია. მისი მეთოდები ძალიან რთულია. ზოგიერთი მათგანის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმის გენოტიპში ჩაშენდება ან მისგან გამოირიცხება ცალკეული გენი ან გენთა ჯგუფი, რომელთა არსებობა ან არარსებობა შესაძლებელია სასარგებლოც კი იყოს. ასეთი ექსპერიმენტები უმთავრესად პროკარიოტულ (ორგანიზმები, რომელთაც არ აქვთ ბირთვი)ორგანიზმებზე და ვირუსებზე ტარდება, მაგრამ რათქმაუნდა ხდება მათი ჩატარება და გამოყენება ეუკარიოტულ ორგანიზმებზეც (ორგანიზმები, რომელთაც გააჩნიათ ბირთვი). გენური ინჟინერია ახალ ჰორიზონტებს ხსნის მედიცინაშიც. საქმე ეხება იმ გენების შეცვლას, რომლებიც ადამიანის მემკვიდრეობით დაავადებებს განეკუთვნება, ე.ი. “დაავადებული” გენოტიპის კარდინალურად განკურნებას.


მიმაგრებული ფაილები:

abstract [en]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com