ka | en
TSU

ადსორბენტების მომზადება თერმული წყლებიდან გოგირდწყალბადის შთანთქმისათვის

ავტორი: სოფიო ჯალაღანია
საკვანძო სიტყვები: ადსორბცია, გოგირდწყალბადი, თერმული წყლები, კლინოპტილოლითი, აქტივირებული ნახშირი, გაწმენდა
ანოტაცია:

თერმული წყლები არის იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სტაბილური და უშრეტი ენერგიის წყარო, მისი გამოყენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაში. საქართველო მდიდარია გეოთერმული წყლებით. აღრიცხულია 300–ზე მეტი თერმული წყლის ჭაბურღილი. მათი დებეტი წელიწადში 220–250 მლ.მ3, მაგრამ მათ ფართო გამოყენებას ზღუდავს წყალში არსებული აირადი გოგირდწყალბადი (H2S) და გახსნილი ჰიდროსულფიდ იონი (HS-) შემცველობით 5–18 მგ/ლ (ნორმა 0,03მგ/ლ). გოგირწყალბადის ეს ორივე ფორმა ხასიათდება ტოქსიურობით და იწვევს კოროზიას. ამის გამო მოსახლეობა ამბობს უარს თერმული წყლის გამოყენებაზე. არსებული გაწმენდის მეთოდები მრავალსაფეხურიანია და ძვირადღირებულია. ამიტომ კვლევის ზოგადი მიზანია: თერმული წყლის გაწმენდის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიის შემუშავება ადსორბენტების სახით იაფი ადგილობრივი მასალების აქტივირებული ნახშირის და თეძამის ცეოლითი კლინოპტილოლითის (CL) გამოყენებით. კვლევის მოცემულ ეტაპზე დამზადდა ადსორბენტები თერმული წყლებიდან გოგირდწყალბადის შთანთქმისათვის. მოდიფიცირება ხდებოდა სამჯერადი მჟავური დამუშავებით 1N HCl-ით 80-900C, შემდეგ შესაბამისი მეტალის მარილით ადრე გამოუყენებელი მჟავური და თერმული დამუშავების კომბინაციით გაჟღენთვასა და სველ დაფქვასთან. დადგინდა მიღებული დეკათიონირებული (De), რკინის, სპილენძის და მანგანუმის ნიმუშების ქიმიური შემცველობა ანალიზის ISO-ს და სტრუქტურის შენარჩუნება RDA მეთოდებით. გადაღებულია აგრეთვე ნახშირის დიფრაქტოგრამაც. რენტგენოფზურმა ანალიზმა შესაძლებელი გახადა დაგვედგინა, რომ შესწავლილი ნახშირი ხასიათდება მიკროარერთგვაროვანი (ჰეტეროგენული) სტრუქტურით. ცეოლითების დიფრაქტომეტრიული გაზომვები მიუთითებს კვარცის, მონტმორილონიტის, მინდვრის შპატის მინარევების არსებობაზე. კლინოპტილოლითის შემცველობა საწყის ნიმუშში 80%-ს აღწევდა. საკმაოდ ხისტი დეკათიონირება იწვევს სტრუქტურის ნაწილობრივ ამორფიზაციას, ზოგიერთი რეფლექსის გაქრობას და გადაადგილებას. მაგრამ სპილენძის და რკინის იონების შეყვანა ხელს უწყობს ცეოლითის შებრუნებულ სტრუქტურიზაციას. ამაზე მიუთითებს ფლუორესცენტული სპექტრები - რკინის და სპილენძის იონების განლაგება ფორებში მოწესრიგებულია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com