ავტორიზაცია
კუნძულთა ტიპები
ავტორი: გიორგი დარჩიაშვილიანოტაცია:
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია მსოფლიოს კუნძულთა ტიპები წარმოშობის მიხედვით, ყურადღება გამახვილებულია მათი ფორმირების გეოტექტონიკურ პირობებზე.დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, მაშინ როცა ადამიანმა მხოლოდ ვარაუდის დონეზე იცოდა დედამიწის ფორმისა და აგებულების შესახებ, მოგზაურებმა უამრავი ახალი მიწა აღმოაჩინეს. ესენი იყო ოკეანის დიდი თუ მცირე კუნძულები და უზარმაზარი ამერიკის კონტინენტი. იმ დროს უმნიშვნელო, პატარა კუნძულებს დღეს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მათგანი გარდა ტურისტული მნიშვნელობისა, სასარგებლო წიაღისეულის საბადოსაც წარმოადგენს. მაგალითად კუნძულ მადაგასკარზე არის ოქროს, ქვანახშირის, ნიკელის, ქრომის, ალუმინისა და ნავთობის საყურადღებო მარაგები. პოლინეზიის ატოლებიდან(ატოლი - მაკათეა) მოიპოვებენ ფოსფატებს. ოქროს,სპილენძისა და ნავთობის საბადოების აღმოჩენამ განსაზღვრა ახალი გვინეის ეკონომიკის ბედიც. ისეთი ვულკანური კუნძულები,როგორიცაა მაგალითად ჰავაი, წარმოადგენს ქვიშისა და სამშენებლო მასალების ექსპორტიორ ქვეყანას. სვალბარდის ანუ შპიცბერგენის ბუნებრივი რესურსები მოიცავს ქვანახშირის, რკინის მადნის, სპილენძის, თუთიის და ფოსფატის საბადოებს და კიდევ მრავალი კუნძულის ჩამოთვლაა შესაძლებელი. ამრიგად, კუნძულების გეოლოგიურ შესწავლას დიდი სოციალურ - ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს დედამიწის მომავლისთვის, მითუმეტეს როცა ტექტონიკური მოძრაობების გამო ადგილი აქვს ახალი კუნძულების როგორც გაქრობას, ასევე წარმოქმნას.