ka | en
TSU

დემენციის სახეები, ალცჰაიმერის დაავადება და კვება

ავტორი: ხატია მიქელაძე
ანოტაცია:

დემენცია წარმოადგენს თავის ტვინის ტრამვის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშილილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული კოგნიტური ფუნქციის მოშლა ხშირად თან სდევს ან, დროდადრო, წინ უსწრებს ემოციური კონტროლის, სოციალური ქცევისა და მოტივაციის დაქვეითებას. დემენციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალცჰაიმერის დაავადებაა, ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა, აღსანიშნავია რამდენიმე მიზეზი: გენეტიკური, მიკროორგანიზმების როლი ალცჰაიმერის განვითარებაში და სხვა. მიკრობებს შეუძლიათ AD-ს პათოლოგიის ორი ძირითადი გზებით წარმართვა: ან უშუალოდ თავის ტვინის ინფიცირებით და ამილოიდის შუამავლობით თავდაცვის სტიმულირებით (გამომწვევი) ან არაპირდაპირი გზით, ინფექციის პრო-ანთებითი ეფექტის სტიმულირებით. უნდა აღინიშნოს რომ გამომწვევ მიზეზებში აღსანიშნავია შემდეგი მიკროორგანიზმების როლი ესენია: სპიროქეტები, ჰერპეს ვირუსები HSV-1 და ბაქტერია Chlamydia pneumoniae, უნდა აღინიშნოს რომ ინფიცირების მომენტში ორგანზმი რთავს თავდაცვით მექანიზმებს და იმისათვის რომ არ დაზიანდეს აღნიშნული მიკროორგანიზმებით ტვინის ქსოვილი ამილოიდ-β-ს (Aβ) (Aβ არის ანტიმიკრობული პეპტიდი, რომელიც გამოიყოფა ნერვული უჯრედების მიერ ინფექციური აგენტების საპასუხოდ) წარმოქმნის, რომელიც საბოლოოდ ვერ აღწევს ბიოფილმს და ხდება მისი დაგროვება, რაც საბოლოოდ იწვევს ნეიროცირკულირების დარღვევას. გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, რთავს პათოფიზიოლოგიურ კასკადს, რაც წლების შემდეგ ალცჰაიმერის განვითარებასა და დემენციას იწვევს. ამილოიდური ჰიპოთეზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი არაუჯრედოვანი ბეტა ამილოიდების დალექვაა. აღნიშნული მოსაზრების განმამტკიცებელია ის ფაქტი, რომ APP — ამილოიდის წინამორბედი ცილის მაკოდირებელი გენი განლაგებულია 21-ე ქრომოსომაში ეს გენი მოთავსებულია 21q 11.2-21.05 უბანში და მისი შესაბამისი საიდენტიფიკაციო მარკერებია D21S16, D21S13 da FB68L და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უმეტესობას, 40 წლის ასაკიდან, ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის სიმპტომებიც კი უვლინდებათ მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია ამილოიდური იგივე სენილური გროვების დეტექციის შედეგად ტვინის ქსოვილში. ჩვენს ორგანიზმში და ჩვენს კანზე ტრილიონობით ბაქტერია და ვირუსი არსებობს, როგორც რთული ეკოსისტემების ნაწილი, რომელსაც მიკრობიომები ეწოდება. როდესაც ირღვევა ნაწლავური მიკრობიომის წონასწორობა, პირველი ნიშანი ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელი პრობლემებია და ეს ცნობილია, როგორც ნაწლავის დისბიოზი. არსებობს მონაცემები დისბიოზის გავლენზე სხვადასხვა ნევროლოგიურ აშლილობებზე, მათ შორის ალცჰეიმერის, ჰანტინგტონისა და პარკინსონის დაავადებისა და გაფანტული სკლეროზზე, ადრეულმა კვლევებმა აჩვენა კავშირი ამ ორს შორის. სტატისტიკის მიხედვით დემენციის სიხშირე 65 წელზე უფროს ადამიანებში 6-10%-ს უტოლდება, აქედან 2/3 ალცჰაიმერის დაავადებითაა გამოწვეული. თუ სტატისტიკურ მონაცემებში მსუბუქ შემთხვევებსაც გავითვალისწინებთ, დაავადების სიხშირის მაჩვენებელი გაორმაგდება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com