ავტორიზაცია
კოვიდ-19-ის გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე
ავტორი: თათია ჩომახიძეანოტაცია:
ანოტაცია კორონავირუსული დაავადება (Covid-19) არის ინფექცია,რომელიც დაიწყო 2019 წელს ჩინეთის პროვინციაში კერძოდ უჰანში.გამომწვევი არის SARS-CoV-2 ვირუსი. 2020 წლის მარტის თვეში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია.როგორც ცნობილია ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის რეცეპტორები(ACE2) უხვადაა თირეოიდულ პარენქიმაში,ამის გამო ფარისებრი ჯირკვალი დაუცველია Sars-Cov -2 -ის ინფექციისგან. მწვავე რესპირატორული სინდრომის განვითარების შემდგომ ეტაპზე საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.კერძოდ: ქვემწვავე თირეიოდიტი, გრეივის დაავადება, არათირეოიდული დაავადება (non thyreoidal illness),თირეოტოქსიკოზი და ჰაშომოტოს თირეოიდიტი.ცვლილებები იქნა შემჩნეული ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი ღერძის მუშაობაში.Sars-Cov -2 იწვევს აუტოიმუნური სისტემის გააქტიურებას.უფრო მეტიც, პაციენტები ვისაც აქვს არაკონტროლირებადი თირეოიდიტი წარმოადგენენ რისკ ჯგუფებს,ნეიტროპენია რომელიც დაკავშირებული ანტითირეოიდულ მკურნალობასთან იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ საჭიროებს განსაკუთრებული ყურადღებას.დადასტურებულია რომ თირეოიდული დისფუნცია გამოწვეულია ინფექციური პროცესით ,რომელიც დაკავშირებულია ,,ციტოკინურ შტორმთან,, რომელიც თან ახლავს ვირუსულ ინფექციებს.