ka | en
ავტორიზაცია
ორი ოროგენის კონვერგენციის ზონა: დასავლეთ მტკვრის (ქართლი) ფორლანდური აუზი
ავტორი: დავით ცუცქირიძეანოტაცია:
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ორი ოროგენის, კავკასიონის და მცირე კავკასიონის კონვერგენციის ზონა. კავკასიონის პრო-სოლის ფრონტული (ან დეფორმაციის ფრონტი) ნაწილი წარმოდგენილია ბიწმენდის რღვევა-გავრცელებადი ნაოჭით, ხოლო მცირე კავკასიონის რეტროსოლის ფრონტული ნაწილი კი სამკუთხა ზონით, რომელთა შორის განლაგებულია მტკვრის ფორლანდის არადეფორმირებული ნაწილი. ასევე განხილულია სეისმური პროფილების ინტერპრეტაციის საფუძველზე აგებული სტრუქტურული მოდელი, რომელიც გვიჩვენებს სტრუქტურული კომპლექსების არსებობას და თუ როგორ არიან წარმოდგენილი ისინი. განხილულია ზედა და ქვედა სტრუქტურული კომპლექსების დახასიათება.