ავტორიზაცია
L-ჰომოცისტეინის და სპილენძის კომპლექსების ელექტროქიმიის შესწავლა ოქროს ელექტროდზე ციკლური ვოლტამეტრიით
ავტორი: ლაშა ნაკაშიძეთანაავტორები: ნაკაშიძე ლაშა, დავითაშვილი კახა, ხოშტარია დიმიტრი, ნიორაძე ნიკოლოზ
საკვანძო სიტყვები: ნანოსტრუქტურა, L-ჰომოცისტეინი, ციკლური ვოლტამეტრია
ანოტაცია:
ბიო-ელექტროქიმიური, ნანოზომის მულტიფუნქციური კომპლექსების განსაკუთრებითი ლაბილურობა, მათი სტრუქტურული და ფიზიკური თვისებების თანდათანობითი ცვლილებები, ასევე მათი დახმარებით ლითონის იონის შემცველი ბიო-მოდელურ სისტემებში მუხტის გადატანის კვლევის შესაძლებლობა აღვივებს ამგვარი სისტემების მიმართ თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევის ინტერესს. უჯრედის გარეთა ამილოიდ-β-პეპტიდის (Aβ) აგრეგირება და დალექვა არის ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი ფუნდამენტური მიზეზი. ეს პათოლოგიური პროცესი ხასიათდება რედოქს-სტრესული მოვლენებით რომლებიც გამოწვეულია უშუალოდ Aβ პეპტიდთან კოორდინირებული სპილენძის Cu2+ იონების მონაწილეობით. შემოთავაზებული სამუშაო მოიცავს ფუნდამენტურ კვლევებს ისეთი ინტერფაზური, კომპლექსური სისტემების ჩართულობით, როგორიც არის ნახშირბადოვანი, ნანოსტრუქტურული რედოქს აქტიური იმიტატორები (პეპტიდებში ჩაჭერილი სპილენძის იონები). მოცემული კვლევისას ჩვენ შევისწავლეთ Cu(II) -ის და L-ჰომოცისტიენის კომპლექსების ელექტროქიმია. Cu2+ იონები დაკავშირებული იყო L-ჰომოცისტეინის მოლეკულასთან, ხოლო ეს უკანასკნელი მიბმული იყო ოქროს ელექტროდთან. სისტემის ელექტროქიმიური გამოძახილი (Cu2+/Cu+-ის წყვილის ჟანგვა-აღდგენის პროცესი) შევისწავლეთ ციკლური ვოლტამეტრიით ფოსფატის ბუფერულ ხსნარში (pH = 6.2, 0.1M K2HPO4/KH2PO4 ) სხვადასხვა ტემპერატურაზე (25oC და 60oC). სისტემის ელექტროქიმიურმა სიგნალმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები მაღალ ტემპერატურაზე (60oC; კერძოდ ჟანგვა-აღდგენის შესაბამისი პიკები ვოლტამეტრულ მრუდებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და დარჩა სტაბილური სისტემის გაგრილების და ორდღიანი დაყოვნების შემდეგაც. ამგვარი ტრანსფორმაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს L-ჰომოცისტეინისა და სპილენძის კომპლექსების სტრუქტურის ცვლილებასთან ოქროს ელექტროდის ზედაპირზე, რაც იწვევს ცვლილებებს მუხტის გადატანის დროს. ფუნდამენტური ინტერესის გარდა, აღნიშნული Cu2+ -ის იონების შემცველი იმიტირებული ბიოლოგიური ობიექტები შეიძლება საინტერესო იყოს ეფექტური, სპილენძის სენსორ/კატალიზატორების შესწავლის თვალსაზრისით.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია/ABSTRACT [en]