ka | en
TSU

შერეული შებრუნებული მიცელების ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციური ქცევის შესწავლა

ავტორი: ნინო გოგიჩაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, ნატრიუმის ქოლატი, პრომეტაზინის ჰიდროქლორიდი, შერეული შებრუნებული მიკროემულსიები, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. ზეთის ფაზად გამოიყენებოდა ნ-დეკანი. გამოკვლეულია ანიონური ბიოლოგიური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ქოლატის დანამატის გავლენა შერეული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია აღნიშნული შერეული მიკროემულსიებისთვის. შესწავლილია კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის დანამატის გავლენა შერეული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე. ელექტრულ პერკოლაციას შერეულ მიკროემულსიებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისა და წყლის მოლური თანაფარდობის ფიქსირებულ მნიშვნელობაზე (W=20) ნატრიუმის ქოლატის დანამატის შემთხვევაში ადგილი აქვს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე მხოლოდ ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიისთვის. ამის საპირისპიროდ, კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის დანამატებით შეინიშნება პერკოლაციის ჩაქრობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com