ავტორიზაცია
ჭიქიანის ობსიდიანის საბადოს გეოლოგია და გამოყენების პერსპექტივა
ავტორი: მიხეილ არჯევანიძესაკვანძო სიტყვები: ჭიქიანის მთა, ჯავახეთის ქედი, ობსიდიანი, რიოლითი
ანოტაცია:
ჭიქიანის მთა მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში,ჯავახეთის ქედის ჩრდილო ნაწილში,მისი სიმაღლეა 2415 მეტრი.ჯავახეთის ჯედზე ვულკანური ფორმები წარმოდგენილია ცალკეული კონუსებითა და გუმბათებით,რომლებიც არ ქმნის ერთიან ჯაჭვს,ჭიქიანი ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს.ჭიქიანის მთა აგებულია:პერლიტებით,ობსიდიანით,დაციტებითა და რიოლითებით.ობსიდიანი, იგივე ვულკანური მინა, წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირზე მაგმის სწრაფი გაციებისას.ის შავი,ნაცრისფერი,წითელი ფერისაა.ქიმიური ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა რომ შედგენილობით იგი ახლოს დგას რიოლითებთან.ობსიდიანი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება:უძველეს დროში მას გამოიყენებდნენ როგორც საბრძოლო იარაღს, ახლანდელ დროში მას გამოიყენებენ მუქი მინის წარმოებაში, სამშენებლო მასალებში საცემენტე მასალად,გამოიყენება სანახელაო ქვადაც.
მიმაგრებული ფაილები:
ჭიქიანის ობსიდიანის საბადოს გეოლოგია და გამოყენების პერსპექტივა [ka]