ka | en
TSU

ანტიბიოტიკების კლასიფიკაცია და მოქმედენის მექანიზმი

ავტორი: თამარი ტაბატაძე
საკვანძო სიტყვები: ანტიბიოტიკები, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, ბაქტერია, მოქმედების მექანიზმი
ანოტაცია:

1928 წელს პენიცილინის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ბუნებრივი ანტიბიოტიკების აღმოჩენის ოქროს ხანა, რომელმაც პიკს მიაღწია 1950-იან წლებში. ანტიბიოტიკების დანერგვა, კლინიკური გამოყენებისათვის, მე-20 საუკუნის უდიდესი სამედიცინო მიღწევა იყო. ანტიბიოტიკები აქტიურად გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ და გარდა ამისა, მათი გამოყენებით შესაძლებელი გახადა ბევრი თანამედროვე სამედიცინო პროცედურის განხორციელება. თუმცა ანტიბიოტიკების ეფექტურობას ხელს უშლის რეზისტენტული ბაქტერიების სწრაფი მატება მსოფლიოში. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას იწვვევს მათი არარაციონალური გამოყენება, ასევე ცხოველთა კვებაში და სოფლის მეურნეობაში მათი რაოდენობის ზრდა. ბაქტერიული რეზისტენტობის გაზრდა, ფაქტობრივად ყველა ხელმისაწვდომი ანტიბიოტიკის მიმართ, იწვევს ახალი ანტიმიკრობული პრეპარატების გადაუდებელ საჭიროებას. სემინარში მიმოვიხილავთ ანტიბიოტიკების აღმოჩენის ისტორიას, მათ სტრუქტურასა და კლასიფიკაციას ქიმიური ბუნების მიხედვით, მათი მოქმედების მექანიზმსა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com