ka | en
TSU

ხელმისაწვდომობის ტესტირება

ავტორი: ვახტანგ მუსხელიშვილი
თანაავტორები: ვახტანგ მუსხელიშვილი
საკვანძო სიტყვები: ტესტირება, ხელმისაწვდომობა
ანოტაცია:

თანამედროვე გარემოში მნიშვნელოვანი და აქტუალურია ხარისხიანი პროგრამული პროდუქტის შექმნა, რომელიც იქნება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა. ვებგვერდებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი და წვდომის პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამ საკითხის უზრუნველსაყოფად იქმნება ხელმისაწვდომობის სტანდარტები და გზამკვლევები. უფრო და უფრო ბევრი კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო პროგრამულ პროდუქტებს იაზრებს, რომ ეფექტური კონკურენტუნარიანობის მიზნით, მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ყველა ასპექტში. ამ მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ხელმისაწვდომობის ტესტირება. ხელმისაწვდომობის ტესტირება დაფუძნებულია ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გზამკვლევებზე (Web Content Accessibility guidelines - WCAG 2.1). ნაშრომში განხილულია ხელმისაწვდომობის ტესტირების სტანდარტები და გზამკვლევები, ხელსაწყოები და მეთოდები. გაანალიზებულია მათი თავისებურებები და პრაქტიკული გამოყენების ასპექტები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com