ka | en
TSU

YBa2Cu3O(7-x) მაღალტემპერატურული ზეგამტარის დამზადება და შესწავლა

ავტორი: ანა კურტანიძე
საკვანძო სიტყვები: YBa2C3O(7-x), მაღალტემპერატურული ზეგამტარი
ანოტაცია:

მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღება და მათი შესწავლა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი კვლევის ობიექტი - YBa2Cu3O7-x მიეკუთვნება მაღალტემპერატურული ზეგამტარების კლასს, რომლის კრიტიკული ტემპერატურაა Tc=93K. კვლევის მიზანი იყო YBa2Cu3O7-x მაღალტემპერატურული ზეგამტარის დამზადება მყარსხეულოვანი რეაქციის გზით და მისი თვისების შესწავლა, კერძოდ - წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულებისა და ვოლტ-ამპერული მახასიათებლის გაზომვა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მიღებული ნიმუში ზეგამტარია. ასევე ჩავატარეთ ნიმუშების კრისტალური სტრუქტურის შესწავლა რენტგენული დიფრაქტრომეტრის საშუალებით. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ჩვენს მიერ დამზადებული ნიმუშის კრისტალური სტრუქტურა შეესაბამება YBa2Cu3O7-x-ს სტანდარტულ მონაცემებს და არ შეიცავს დამატებით ფაზებს. გარდა ამისა, სკანირების ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით შევისწავლეთ მიღებული YBa2Cu3O7-x ნიმუშის ზედაპირის მორფოლოგია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com