ka | en
TSU

ლოქის კრისტალური მასივის გრანიტოიდები

ავტორი: რეზო ვეკუა
ანოტაცია:

ლოქის კრისტალური მასივი წარმოადგენს სომხით-ყარაბაღის ტექტონიკური ზონის ალპურამდელი სუბსტრატის შვერილს და მიეკუთვნება ბეიბურთ-სევანის ტერეინს. ლოქის კრისტალური მასივი აგებულია ალოქთონური მეტამორფული კომპლექსით და სხვდასხვა ასაკისა და შედგენილობის მაგმატიტებით. ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს გრანიტოიდები. კერძოდ კი- ზედადევონური გნეისებრივი კვარციანი დიორიტები და გვიანვარისკული გრანიტები. მოხსენებაში განხილული იქნება ზემოთხსენებული გრანიტოიდების პეტროლოგიური და გეოქიმიური მონაცემები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com