ka | en
TSU

გლობალური კლიმატის ცვლილებების გავლენა პოლუსებზე

ავტორი: გვანცა გვასალია
საკვანძო სიტყვები: ანტარქტიდა, არქტიკა, კლიმატის ცვლილება, ანომალიები
ანოტაცია:

თანამედროვე მსოფლიოში კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. კლიმატი აქტობრივად გასაშუალოებული ამინდია, რომელიც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას აღნიშნავს. მთავარი მიზეზი, რის გამოც კაცობრიობა გლობალური კლიმატური ცვლილებების წინაშე დგას არის ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სწრაფ ინდუსტრიალიზაციას, შესაბამისად გლობალური კლიმატური ცვლილების საკითხი მუდმივად აქტუალურ და დიდი გამოწვევების საკითხად აღინიშნება. მყინვარები წარმოადგენენ მთავარი ინდიკატორს კლიმატის გლობალურ ცვლილებაში. დიდი ყურადღება ექცევა მყინვარებზე დაკვირვებას და მათ დინამიკას, რადგან კაცობრიობა დადგა იმ გლობალური საფრთხის წინაშე რასაც პოლუსებზე მყინვარის დნობა ჰქვია. სწორედ ამ ჭრილშია განხილული ნაშრომში, არქტიკის და ანტარქტიდის მყინვარების სივრცე-დროითი მსვლელობა და ანომალიები.


მიმაგრებული ფაილები:

Annotation [en]
ანოტაცია [ka]
გლობალური კლიმატის ცვლილებების გავლენა პოლუსებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com