ka | en
TSU

დნმ-ის კოდირების ანალოგიები ნაწილაკთა ფიზიკაში

ავტორი: ანი გირგვლიანი
საკვანძო სიტყვები: გაყოფადი ალგებრები, დნმ-ის კოდირების სისტემა, ფუნდამენტური ნაწილაკები, სიმეტრია
ანოტაცია:

ჩვენი აზრით, გაყოფადი ალგებრები უნდა ქმნიდნენ ფიზიკური რეალობის ერთ-ერთ მათემატიკურ საფუძველს, რაც გვკარნახობს, რომ მათი სიმეტრიები უნდა ვლინდებოდეს სხვადასხვა სტრუქტურების კოდირების სისტემებში. ნაშრომში ერთმანეთთან შედარებულია დნმ-ისა და ფუნდამენტური ფერმიონების სტრუქტურები. ორივე შემთხვევაში დაიკვირვება სამ და ოთხ ელემენტიანი დაყოფა, რაც რვა განზომილებიანი სპლიტ-ალგებრის სიმეტრიაა. განხილულია ანალოგიები გენეტიკური კოდისა (რომელიც მოცემულია სამი ნუკლეოტიდური ბაზების შემცველი კოდონებით) და ყველა შესაძლო ბარიონის (კვარკების ტრიპლეტების) სტრუქტურების თავისებურებებს შორის - ისევე როგორც გენეტიკურ კოდში გვაქვს 20 ფუნდამენტური კოდონის გადაგვარება, ადრონების შემთხვევაშიც იკვეთება 20 ძირითადი ბარიონი სპინის მნიშვნელობათა გადაგვარებით. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ხილული მატერია, რომელიც წარმოდგენილია ნაწილაკებით და ინფორმაციის თვლადი სიმრავლის საშუალებით შესწავლის საშუალებას იძლევა, სამყაროს სულ 5%-ს წარმოადგენს, რაც რაოდენობრივად ემთხვევა დნმ-ში ჩვენთვის ნაცნობი ფორმით სიცოცხლის შექმნაზე პასუხისმგებელ ინფორმაციის წილს.


მიმაგრებული ფაილები:

ანი გირგვლიანი [ka]
Ani Girgvliani [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com