ავტორიზაცია
ჩეთბოტი
ავტორი: ხატია ხუციშვილითანაავტორები: თამარ ნასრაშვილი, ვერონიკა მიტიჩაშვილი, ნატა შენგელია
საკვანძო სიტყვები: ჩეთბოტი, ბოტი, ბანკი, საბანკო სერვისი
ანოტაცია:
Chatbot არის ის ეფექტური გადაწყვეტილება, რომელიც ეხმარება კომპანიას დაზოგოს დრო და ავტომატური პასუხი გასცეს მომხმარებლის კითხვას ან შეასრულოს მისი მოთხოვნა. Chatbotს აქვს ინფორმაცია ბანკის არსებული პროდუქტების შესახებ და შეუძლია მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემა. Chatbotმა მომხმარებელს ავტომატურად უნდა შესთავაზოს რამდენიმე ხშირად დასმული კითხვა, მაგალითად: “ფილიალების მისამართები”, “რომელ საათამდე მუშაობთ?” და ა.შ. ჩათის ისტორია შეინახება ავტომატურ რეჟიმში. აპლიკაციიდან გასვლის შემთხვევაში საუბარი არ წაიშლება. კომუნიკაცია სრულდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ ან მისი თანხმობის შემდეგ. პროექტის API დაწერილია Python ენაზე Flask frameworkის გამოყენებით. მონაცემთა ბაზისთვის გამოყენებულია Postgres. FrontEndისთვის გამოყენებულია Angular framework. APIს აქვს მეთოდი რომელიც ექსელის ფაილის გამოყენებით ტვირთავს მონაცემებს ბაზაში. Chatbot არის rule-based. AI-სგან განსხვავებით rule based მიდგომა იყენებს ხისებურ სტრუქტურას კლიენტების კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამ ტიპის ბოტებთან კომუნიკაცია ხდება წინასწარ განსაზღვრული წესებით და კითხვების კომპლექტით. მათ არ შეუძლიათ საკუთარი პასუხების გენერირება, მაგრამ პასუხების ვრცელი ნაკრებით და გონივრულად შემუშავებული წესებით ეს მიდგომა საკმაოდ სასარგებლოა.