ავტორიზაცია
ვაქცინა
ავტორი: ნათია შაშვიაშვილისაკვანძო სიტყვები: ვაქცინა, ვაქცინაცია, იმუნიტეტი, იმუნიზაცია, ინფექციური დაავადება.
ანოტაცია:
ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. როგორც წესი, ვაქცინა შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია უკავშირდება ედუარდ ჯენერს, რომელმაც 1796 წელს 8 წლის ბიჭს ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა. ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვაქცინები ხელს უშლის გადამდები, საშიში და მომაკვდინებელი დაავადებების გავრცელებას. იმუნიზაცია არის გლობალური ჯანმრთელობისა და განვითარების წარმატების ისტორია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. როდესაც ვაქცინას იღებთ, თქვენი იმუნური სისტემა რეაგირებს. იმუნიზაცია არის პირველადი ჯანდაცვის ძირითადი კომპონენტი და ადამიანის უდავო უფლება. ის ასევე არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომლის შეძენაც ფულით შეიძლება. ვაქცინები ასევე მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის.