ავტორიზაცია
დიელექტრიკული შეზღუდვის ეფექტის გავლენა მინარევული ცენტრის იონიზაციის ენერგიაზე ნახევარგამტარულ კვანტურ ორმოში
ავტორი: სერგი კაპანაძეანოტაცია:
თანამედროვე ნანოელექტრონიკისა და ფოტონიკის განვითარება ეფუძნება ამ სფეროებში ნახევარგამტარული კვანტური სტრუქტურების გამოყენებას. ნანოსტრუქტურებში პრინციპულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სივრცული შეზღუდვა და მასთან დაკავშირებული დიელექტრიკული შეზღუდვის ეფექტები, რადგანაც ეს ეფექტები განაპირობებენ ელექტრონული სტრუქტურის მართვის შესაძლებლობას გეომეტრიული ზომების ცვლილების საშუალებით. ჩვენ განვიხილავთ კვაზი-ორ განზომილებიან ეპიტაქსიურ სტრუქტურებს და შევისწავლით ამ სტრუქტურებში კულონური მინარევის ენერგეტიკული სპექტრის მართვის შესაძლებლობებს სივრცული და დილელექტრიკული შეზღუდვის გათვალისწინებით. კონკრეტულად, განხილულია 〖Al〗_x 〖Ga〗_(1-x) As – GaAs – 〖Al〗_x 〖Ga〗_(1-x) As კვანტური ფენები, x-სხვადასხვა მნიშვნელობისთვის. შედეგები უჩვენებს ენერგეტიკული დონეების დამოკიდებულებას სივრცული და დიელექტრიკული შეზღუდვის ეფექტებზე.