ავტორიზაცია
კულონური ურთიერთქმედების შესწავლა ნახევარგამტარულ კვანტურ წერტილებში
ავტორი: ანა ციცქიშვილიანოტაცია:
ნახევარგამტარული კვანტური წერტილები წარმოადგენენ მნიშვნელოვან სისტემებს ელექტრონიკისა და ოპტიკური ელექტრონიკისათვის. რადგან მათში შესაძლებელია ელექტრული და ოპტიკური თვისებების მართვა უფრო ფართო დიაპაზონში, ვიდრე მოცულობით კრისტალებში. თ, მოცულობით ნახევარგამტარებში თვისებების მართვა ხორციელდება ქიმიური შემადგენლობის ცვლილებით, კვანტურ სტრუქტურებში თვისებების მართვა შესაძლებელია გეომეტრიული ზონებისა და ფორმის ცვლილების საშუალებით. ზომის ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება ენერგეტიკულ სტრუქტურასა და ოპტიკურ გადასვლების ალბათობებისთვის. წარმოდგენილ ნაშრომში გამოთვლილია სფერული ფორმის კვანტურ სტრუქტურაში არსებული კოლონური (დონორული) მინარევის ელექტრონული სტრუქტურა. კულონური ურთიერთქმედება გათვალისწინებულია შეშფოთების თეორიის მეორე მიოახლოებაში. მიღებული ელექტრონული სტრუქტურისთვის გამოთვლილია ოპტიკური გადასვლების ალბათობები. მიღებ ული შედეგები აჩვენებს კვანტური წერტილის რადიუსზე აღნიშნული სიდიდეების მკვეთრ დამოკიდებულებას.