ka | en
TSU

მინარევული ცენტრის გამოკვლევა კვანტური ჰეტეროსტრუქტურებში, მოდულირებული ლეგირებისას

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ანოტაცია:

ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ერთერთი მთვარი ამოცანაა მასალების ელექტრონული და ოპტიკური თვისებების მართვა, რაც შესაძლებელია მუხტის მატარებელი ნაწილაკების კონცეტრაციის კონტროლით. მასალების უმრავლესობას (რომლებიც მნიშვნელოვანია ელექტრონული სისტემებში გამოყენებისთვის) ახასიათებთ მონოპოლარული ლეგირების პრობლემა: ოქსიდური ნახევარგამტარებში n-ლეგირება მარტივად ხდება, თუმცა p-გამტარობა რთულად მიიღწევა. p-ლეგირებis სირთულე გამოწვეულია მაკოპენსირებელი დონორების გაჩენით, ხვრელების დაბალი ძვრადობით, სავალენტო ზონის დაბალი მდებარეობით და აქსეპტორების მაღალი იონიზაციის ენერგიით. მოდულირებული ლეგირება, რომლის დროსაც მინარევები განცალკევებულია დენის გამტარი არისგან, იძლევა საშუალებას შემცირდეს გაფანტვა იონიზირებულ მინარევებზე და შესაბამისად, გაიზარდოს მატარებლების ძვარდობა. მოდულირებული ლეგირებისას მინარევი არის ბარიერის ფენაში, ხოლო მათგან მოწყვეტილი მუხტი იმყოფება კვანტურ ორმოში და არ განიცდიან გაფანტვას იონებთან. წარმოდგენილ ნაშრომში განცხილულია მინარევი სენდვიჩის ტიპის ნანოსტრუქტურაში ორმაგი ბარიერით. მინარევი იმყოფება ბარიერში. გამოკვლეულია მინარევის ელექტრონული სტრუქტურა, მისი იონიზაციის ენერგია სტრუქტურის სხვადახსვა ზომებისთვის. კულონური ურთიერთქმედება გათვალისწინებულია შეშფოთების თეორიის ფარგლებში. მიღებული შედეგი გვიჩვენებს მინარევის ოპტიკური და ელექტრული თვისებების დამოკიდებულებას კვანტური ორმოს გეომეტრიაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com