ავტორიზაცია
თერმოდინამიკის მეორე კანონი ბიოლოგიური სისტემებისთვის
ავტორი: თამთა ბეიტრიშვილისაკვანძო სიტყვები: ენტროპია, ნეგატიური ენტროპია, თერმოდინამიკის მეორე კანონი, თერმოდინამიკური პოტენციალები.
ანოტაცია:
ცოცხალი ორგანიზმის არსებობა, უჯრედებისა და ქსოვილების მოლეკულური კომპონენტების თერმოდინამიკური დახასიათება, მეტაბოლურ პროცესებში წონასწორული რეაქციები და მასში მიმდინარე პროცესები მჭიდრიდ არის დაკავშირებული ენერგიის გარდაქმნასთან და ენერგეტიკული ბალანსის ცვლილებებთან. კლასიკური თერმოდინამიკის ფუნდამენტური პრინციპების შეზღუდული რაოდენობა, კანონების სიმკაცრე და მარტივი მათემატიკური აპარატი თერმოდინამიკას ანიჭებს დიდ უპირატესობას ფართო გამოყენებოსათვის. ყველა ცოცხალი ორგანიზმი არის ღია თერმოდინამიკური სისტემა. ფუნქციონირების პროცესში მყოფი ღია ბიოლოგიური თერმოდინამიკური სისტემები გადის მთელ რიგ არაბალანსურ მდგომარეობას, რასაც, თავის მხრივ, თან ახლავს თერმოდინამიკური პარამეტრების ცვლილება. მოცემული ნაშრომის მიზანია: ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების აღწერა , როგორ მოქმედებს ბიოლოგიურ სისტემებში თერმოდინამიკური და სხვა კანონები (ლე-შატელიეს პრინციპი , პრიგოჟინის კანონი და სხვა), რატომ და როგორ არის სიცოცხლე შესაძლებელი დედამიწაზე და რა ფაქტორები მომქედებს ცოცხალ ორგანიზმე.