ka | en
TSU

რელატივისტური დამაგნიტებული დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირება ფოტონური გაზის ეფექტის გათვალისწინებით

ავტორი: ელენე კაცაძე
საკვანძო სიტყვები: წონასწორული დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ფოტონური გაზი, რელატივისტური დამაგნიტებული ჯეტი
ანოტაცია:

შევისწავლეთ რელატივისტური დისკი-მძლავრი ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირების ამოცანა გაერთიანებული ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მიდგომის გამოყენებით. აკრეციული დისკი არის დამაგნიტებული და შედგება ელექტრონულ-იონური პლაზმისა და ფოტონური გაზისგან. სამი სითხისთვის ჩავწერეთ მოდიფიცირებული რელატივისტური განტოლებები. აკრეციის მთავარ წყაროდ ვიხილავთ ფოტონების გაზის სიბლანტეს. ფონური წნევისთვის გამოყენებულია ეფექტური ლოკალური α-სიბლანტის მოდელი. ლოკალურ მიახლოებაში, როდესაც გაფართოებას უგულებელვყოფთ, ანალიზურად ჩავწერეთ ამოხსნები დამაგნიტებული აკრეციული დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურის მახასიათებელი პარამეტრებისთვის (სიჩქარის ველი, განზოგადოებული გრიგალი, წნევა, მაგნიტური ველი და დენი) მინიმალური მოდელისათვის, როდესაც უგულებელყოფილია ვარიაციები ფოტონური გაზის სიმკვრივეში და ჰოლის წევრი 0-ადაა აღებული (კერძო ამონახსნი). აღსანიშნავია საბოლოო პარამეტრების პირდაპირი დამოკიდებულება ფონური წნევისთვის გამოყენებულ შაკურა-სიუნიაევის ტურბულენტურ სიბლანტეზე, ასევე მისგან გადახრის პარამეტრზე და ფოტონური გაზის სიმკვრივეზე. მოსალოდნელია, რომ მაგნიტური ველი ზეგავლენას იქონიებს ჯეტის კოლიმაციაზე.


მიმაგრებული ფაილები:

Elene Katsadze [en]
ელენე კაცაძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com