ka | en
TSU

პირველი გვარის ფაზური გადასვლები კოსმოლოგიაში

ავტორი: ლუკა მახარაძე
საკვანძო სიტყვები: ფაზური გადასვლები, კოსმოლოგია, გრავიტაცია
ანოტაცია:

ითვლება, რომ ადრეულ სამყაროში, როცა ფუნდამენტური ველები ივითარებდნენ არანულოვან ვაკუუმურ საშუალოებს, უნდა მომხდარიყო არაერთი ფაზური გადასვლა. ცრუ ვაკუუმის დაშლა შესაძლოა მომხდარიყო პირველი გვარის ფაზური გადასვლებით, როცა ახალი ფაზის (ნამდვილი ვაკუუმის) ბუშტები წარმოიქმნება ძველი ფაზის (ცრუ ვაკუუმის) შიგნით. ფაზური გადასვლების ამოცანა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ბუშტის წარმოქმნის ალბათობის დათვალა და ახლად შექმნილი ბუშტების შემდგომი ევოლუციის შესწავლა. თეზისებში მიმოხილულია ცრუ ვაკუუმის დაშლისას ბუშტების წარმოქმნის პროცესები. ნაჩვენებია ბუშტის რადიუსისა და გაჩენის ალბათობის გამოთვლის დეტალები თხელი კედლის მიახლოებაში. შემდეგ განხილულია ბუშტების დინამიკა გრავიტაციული ველის გათვალისწინებით. მოყვანილია აინშტაინის განტოლებების ამოხსნები ბუშტისთვის თხელი კედლის მიახლოვებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com