ka | en
TSU

კოსმოლოგიური რეკომბინაციის კვაზიმოლეკულური მექანიზმის გავლენა წყალბადის ატომის 2s -დონის დასახლებაზე

ავტორი: შოთა ხეცურიანი
ანოტაცია:

რეკომბინაციის ეპოქა წარმოადგენს სამყაროს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. სამყაროს დაბადებიდან დაახლოებით 4X105 წლის შემდეგ მისი ტემპერატურა იმდენად შემცირდა, რომ შესაძლებელი გახდა ელექტრონის და პროტონის მიერ ბმული მდგომარეობის შექმნა და, მაშასადამე, წყალბადის ნეიტრალური ატომების ფორმირება. რეკომბინაციის სტანდარტული მექანიზმის მიხედვით ელექტრონი ასხივებს ფოტონს, ქმნის წყალბადის ატომს ძალზე აგზნებულ მდგომარეობაში, რომელიც შემდეგ კასკადით გადადის ძირითად მდგომარეობაში. გამოთვლები გვიჩვენებენ, რომ სამყაროს განვითარების პრე-რეკომბინაციურ ეტაპზე, როდესაც ტემპერატურა შედარებით მაღალი იყო ვიდრე შემდგომში, ძალზე აგზნებულ მდგომარეობაში მყოფი წყალბადის ატომის ხაზოვანი ზომა დაახლოებით ტოლი იყო პროტონებს შორის საშუალო მანძილის. ეს ნიშნავს, რომ უახლოესი მეზობელი პროტონი მონაწილეობდა რეკომბინაციაში და, მაშასადამე, გავლენას ახდენდა პროცესის მიმდინარეობაზე. საბაკალავრო ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე პროტონის გავლენა წყალბადის ატომების ფორმირებაზე და, შესაბამისად, დავადგინოთ რეკომბინაციის კვაზიმოლეკულური მექანიზმის გავლენა სამყაროს განვითარების ისტორიაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com