ka | en
TSU

მზის აქტივობის მონაცემების დამუშავება სპექტრალური და რეკურენტული ანალიზის მეთოდებით

ავტორი: ლუკა ბურდილაძე
საკვანძო სიტყვები: მზის აქტივობა, მზის ლაქები, ვოლფის რიცხვი, ფურიე ანალიზი, ვეივლეტ ანალიზი, ჰილბერტ-ჰუანგის გარდაქმნა, რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზი
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომში გამოკვლეულია მზის აქტივობის ერთ-ერთი ინდექსი - ვოლფის რიცხვი მონაცემთა დამუშავების მეთოდებით, კერძოდ: ფურიე ანალიზით, ვეივლეტ ანალიზით, ჰილბერტ-ჰუანგის გარდაქმნითა და რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზით(RQA). სპექტრალური ანალიზის მეთოდებით ნაპოვნია ცნობილი საშუალო 11 წლიანი მზის აქტივობის პერიოდი და უფრო დიდი პერიოდებიც. ფურიე და ვეივლეტ ანალიზის მეთოდებისგან განსხვავებით, ჰილბერტ-ჰუანგის გარდაქმნამ რაოდენობრივად მეტი და მოკლე პერიოდებიც აღმოაჩინა. რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზით გამოკვლეულია მზის აქტივობის დინამიკა რამდენიმე RQA ზომის დახმარებით. მზის აქტივობაში დაიკვირვება ფაზური გადასვლები, რომლებიც ემთხვევა მზის აქტივობის მინიმუმებს. 21-ე საუკუნის მონაცემების ანალიზით დაფიქსირდა ახალი მინიმუმის მოახლოება, რომელიც არ იქნება მაუნდერის მინიმუმის მსგავსი. მსოფლიო მონაცემთა ბაზის SILSO-ს ვოლფის რიცხვის მონაცემები დამუშავებულია MATLAB და Python-ის მათემატიკური პაკეტებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com