ავტორიზაცია
დამწყებ ჰემატოლოგთა დამხმარე ვებ-აპლიკაცია
ავტორი: თეიმურაზი ლომსაძეთანაავტორები: ბექა კაპანაძე, გიორგი კიწმარიშვილი, დიტო ბარდაველიძე, ასლან ჰუსეინოვი, თეიმურაზი ლომსაძე
საკვანძო სიტყვები: ვებ-აპლიკაცია, ჰემატოლოგია, მედიცინა
ანოტაცია:
დღესდღეისობით სამედიცინო სფერო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ამ ტემპის კიდევ უფრო აჩქარებაში დიდი წვილი მიუძღვის ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. გასული საუკუნის ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სამედიცინო სფეროში ექიმებს მისცა საშუალება გაცილებით მეტი დეტალი მარტივად აღექვათ (ულტრაბგერით აპარატები, თანამედროვე MRT…). ასევე დღევანდელ დღეს ხშირია ოპერაციის დროს რობოტების გამოყენება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადვილად არ მოიძიება მარტივი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ექიმს დაეხმარება დიაგნოზის დასმაში. ჩვენი პროგრამა სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება და ეხმარება ექიმს სავარაუდო დიაგნოზის დადგენაში. იმ დროის ნაწილი რაც შეიძლებოდა კონსპექტებში და წიგნებში მარტივი, პირველადი სიმპტომების შესაბამისი დაავადებების მოძებნაში დაკარგულიყო, ერთ მარტივ აპლიკაციაში არის თავმოყრილი.