ავტორიზაცია
ვირთაგვას თავის ტვინის ქერქსა და ჰიპოკამში NMDA რეცეპტორის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა ხანგრძლივი სოციალური იზოლაციის პირობებში
ავტორი: თინათინ ჯანჯალაშვილიანოტაცია:
ცნობილია რომ, ხანგრძლივი სოციალური იზოლაცია, როგორც მნიშვნელოვანი ფსიქო-ემოციური სტრეს-ფაქტორი, ავითარებს ქრონიკულ სტრესს ცხოველურ მოდელებსა და ადამიანში. აღნიშნული ზემოქმედება იწვევს რთული მოლეკულური მექანიზმების დარღვევას. ხანგრძლივი სოციალური იზოლაციისგან გამოწვეული სტრესი განსაკუთრებით მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კერძოდ კი თავის ტვინზე. სწორედ სტრესის მოქმედება წარმოადგენს ნერვულ უჯრედში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების ცვლილებისს მიზეზს. ამის გათვლისწინებით, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ხანგრძლივი სოციალური იზოლაციის პირობებში ვირთაგვას თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქისა და ჰიპოკამპის უჯრედებში იონოტროპული გლუტამატური NMDA რეცეპტორის ექსპრესიის ხარისხის ცლილების შესწავლა. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ პროცესებში, როგორიცაა იონების კონცენტრაციის შენარჩუნება, სინაპსური პლასტიკურობა, მეხსიერების რეგულაცია და სხვა. ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა, ვირთაგვას თავის ტვინის ჰიპოკამპისა და ქერქის უჯრედებში 30-დღიანი სოციალური იზოლაციის პირობებში NMDA-რეცეპტორის სუბერთეულების ექსპრესიის ხარისხი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პირობებში ჰიპოკამპის უჯრედებში შეინიშნება რეცეპტორის NR1 და NR2 სუბერთეულების ექსპრესიის გაძლიერება. თუმცა ანალოგიური შედეგი, ქერქის უჯრედების შემთხვევაში ნანახი ვერ იქნა. მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ჰიპოკამპის უჯრედები, ქერქის უჯრედებისაგან განსხვავებით, მაღალმგრძნობელობას ამჟღავნებენ სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის მიმართ.