ავტორიზაცია
სინქრონიზაციის მოდელირება ავტორხევით პროცესებში
ავტორი: მიხეილ კიანსაკვანძო სიტყვები: ავტორხევები, ვან დერ პოლის ოსცილატორი, სინქრონიზაცია
ანოტაცია:
სინქრონიზაცია არის ფიზიკური მოვლენა რომელიც ძალზედ ხშირად გვხვდება ბუნებაში. რხევების სინქრონიზაცია - მერხევი სისტემების სიხშირეების, ფაზების ან სიგნალების სხვა მახასიათებლების ზუსტი ან მიახლოებითი გატოლება, რომელიც წარმოიქმნება ამ სისტემების ერთმანეთთან ურთიერთმოქმედების შედეგად. ჩვენი მიზანია რიცხვითი მოდელირების საშუალებით მივიღოთ სინქრონიზაციის ეფექტი ავტორხევით სისტემებში, რომლებიც აღიწერებიან ვან დერ პოლის განტოლებებით. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ მათემატიკურ სისტემა მატლაბს (Matlab) და რიცხვითი ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად მიღებულია არაწრფივი ოსცილატორების პარამეტრების ის მნიშვნელობები, რაც გვაძლევს სრულ სინქრონიზაციას ოსცილატორსა და მასზე მოქმედ გარეშე ჰარმონიულ ძალას შორის, ასევე ერთმანეთზე გადაბმულ ორ ვან დერ პოლის ოსცილატორს შორის. ნაჩვენებია, რომ სინქრონიზაცია დამოკიდებულია რხევის ისეთ სიდეებზე როგორიც არის: რხევის სიხშირე, ამპლიტუდა, სისტემის ბმის მუდმივაზე და სხვა.