ავტორიზაცია
ტომოგრაფია
ავტორი: სალომე წერუაშვილისაკვანძო სიტყვები: ტომოგრაფია, რენტგენის სხივები
ანოტაცია:
მეცნიერებისა და კომპიუტერული ტექნიკის წინსვლის წყალობით შესაძლებელი გახდა ქირურგიული ჩარევის გარეშე ადამიანის სხეულის გამოკვლევა.ტომოგრაფია არის კვლევა, რომელიც გვაწვდის ორგანიზმის სრულყოფილ გამოსახულებას და დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის შესახებ. კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება კუნთისა და ძვლის პათოლოგიები, ზუსტდება სიმსივნის მდებარეობა, ფასდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, საჭიროა ასევე კიბოს მკურნალობის მონიტორინგისთვის, ავლენს შინაგან ტრავმასა თუ სისხლდენას. ტომოგრაფიის კონტროლით სრულდება სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია, ბიოფსია და რადიაციული თერაპია.ცენტრალური ნერვული სისტემის გამოკვლევა-შესწავლაში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას პრიორიტეტული დატვირთვა ენიჭება.ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ პაციენტი ამა თუ იმ დაავადების, მაგალითად, ჰემორაგიული ინსულტის, მწვავე სტადიაში, ტრავმული დაზიანების დროს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას ფართოდ იყენებენ ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, ტრავმატოლოგიასა და ონკოლოგიაში.