ka | en
TSU

MD1-ის გავლენა CD180-ის ექსპრესიის ხარისხზე ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის უჯრედებში

ავტორი: ანა-მარიამ კვაჭაძე
საკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, MEC1 უჯრედული ხაზი, CD180, MD1
ანოტაცია:

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოჰემატოლოგიურ დაავადებას დასავლეთის ქვეყნებში. ქლლ-ის დროს მიმდინარეობს CD19+CD5+CD23+ ლიმფოციტების პროლიფერაცია და ექსპანია მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად. ამ ურთიერთქმედების ერთ-ერთი შემცნობი რეცეპტორია CD180 თოლლ-მსგავსი რეცეპტორი, რომელიც არეგულირებს ქლლ უჯრედების ექსპანსიას და აპოპტოზს. წინა კვლევების თანახმად, CD180/RP105 ჰეტეროგენულად არის ექპრესირებული დაახლოებით 60% ქლლ უჯრედებზე, რომელიც ჩართულია ქლლ უჯრედთა პროლიფერაციასა და აპოპტოზში და აღნიშნული მონაცემი კორელაციაშია პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელთან. CD180 უჯრედების ზედაპირზე ექსპრესირებულია MD1 თანამგზავრ მოლეკულასთან ერთად. ჩვენი გამოქვეყნებული მონაცემებით, ქლლ დაავადებულების დაახლოებით 30%-ში CD180 ლეიკემიურ უჯრედებზე არ ინახება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების გადარჩენაზე. ამის ერთ-ერთო მიზეზი, შესაძლოა, იყოს MD1-ის ექსპრესიის დეფიციტი, რისი დადგენაც წარმოადგენს ამ პროექტის მიზანს. კვლევაში გამოყენებული იქნა MEC1 ქლლ უჯრედული ხაზი. ასევე გამდინარე ციტომეტრის გამოყენებით შესწავლილ იქნა MD1-ის როლის განსაზღვრა CD180-ის ექსპრესიის დინამიკაში და მასთან დაკავშირებულ აპოპტოზურ და გადარჩენის სასიგნალო გზებში. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა MD1-ის როლის შესწავლა დროის სხვადასხვა წერტილში CD180-თან მიმართებაში აქტიურად პროლიფერირებად უჯრედულ კულტურაში - MEC1-ში. MEC1 უჯრედებში MD1-ის გავლენის CD180-ის ექსპრესიის ხარისხზე დამოკიდებულების შემდგომი შესწავლის მიზნით, მოცემული ნაშრომის ფარგლებში შევისწავლეთ ზედაპირული IgM-ით ან/და IgD-ით 24-72 საათიანი უჯრედული კულტურის 24 საათიანი სტიმულაციის შემდგომ უჯრედული კულტურის მიერ CD19+/MD1+//CD180+ ექსპრესიის ხარისხის ცვლილება. შევაფასეთ აპოპტოზური MEC1 უჯრედების პროცენტული მაჩვენებელი არასტიმულირებულ და სტიმულირებულ უჯრედებში 24-72 საათიან კულტურებში. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ MEC1 უჯრედულ კულტურაში MD1 წარმოადგენს CD180 რეცეპტორის დადებით რეგულატორს; MEC1 72 საათიანი უჯრედული კულტურა ანერგიულია B უჯრედული რეცეპტორის როგორც IgM-ით, IgD-ით, ისე ერთობლივი შებოჭვის მიმართ. ამასთანავე, MEC1 72 საათიან უჯრედულ კულტურაში, IgD-ით სტიმულირება 48 საათიან კულტურაზე შესაძლოა იწვევდეს CD180-ის ექსპრესიის ზრდას. აღნიშნულს ადასტურებს 48 საათიან კულტურაზე CD19+CD180+ პოპულაციის მცირე დონე, აპოპტოზის დონის უცვლადობა IgD-ით სტიმულირებულ უჯრედებში არასტიმულირებულ უჯრედებთან შედარებით და ამავდროულად MD1-ის ექსპრესიის მკვეთრი ზრდა 48 საათიანი კულტურის არა CD19+CD180+ უჯრედებში. კვლევის შედეგად დადგინდა MD1 ექსპრესიის მნიშვნელობა CD180-ის ექსპრესიაზე და მის ფუნქციაზე, რომლის მოდულაციას მოყვება ლეიკემიური უჯრედების აპოპტოზი. ეს კი, თავის მხრივ, საფუძველს შეუქმნის ქლლ იმუნოთერაპიის ახალი მიდგომების განვითარების პერსპექტივებს.კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-21-255].


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია/Annotation [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com