ka | en
TSU

წყვეტითი დისლოკაციები:ნასხლეტი,შესხლეტა,შეცოცება,გრაბენი,ჰორსტი

ავტორი: თენგიზ შუბითიძე
საკვანძო სიტყვები: ნასხლეტი, შესხლეტა, შეცოცება, გრაბენი, ჰორსტი
ანოტაცია:

წყვეტითი სტრუქტურები (პარაკლაზები) ეწოდება ქანების ისეთ აშლილობას, რომლის დროსაც ადგილი აქვს წყვეტის სიბრტყის მიმდებარე ქანების ბლოკების ურთიერთგადაადგილებას. ნასხლეტი და შესხლეტა ყველაზე გავრცელებული მარტივი წყვეტითი სტრუქტურებია. ნასხლეტი ეწოდება ისეთ დისლოკაციას, რომელშიც წყვეტის (რღვევის) სიბრტყის გასწვრივ დაწეულია ზედა ბაგე, ანუ წყვეტის სიბრტყე დაქანებულია დაწეული ბაგისკენ. ნასხლეტები წარმოიშობა მიწის ქერქის გაჭიმვის პირობებში. შესხლეტა ეწოდება წყვეტას, რომლის შემთხვევაში ზედა ბაგე გადა¬ად¬გი¬ლებულია ზევით, ანუ წყვეტის სიბრტყე დაქანებულია აწეული ბაგის მხარეს. შესხლეტები წარმოიშობა კუმშვითი დაძაბულობის შედეგად. შესხლეტის ტიპის წყვეტებს, რომლებიც წარმოიშობიან დანაოჭებასთან ერთად, ან ზედედება ნაოჭა სტრუქტურებს შეცოცებები ეწოდება. ისინი წყვეტის სიბრტყის შედარებით მცირე დახრილობით (450-ზე ნაკლები) და გადაადგილების მეტი ჰორიზონტული ამპლიტუდით ხასიათდებიან. ნასხლეტები და შესხლეტები ბუნებაში ხშირად გვხვდება დაჯგუფებების სახით, რაც იწვევს მიწის ქერქის ამა თუ იმ უბნის დამსხ¬ვრე¬ვას და მის ბლოკურ აგებუ-ლებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყოფა რღვევითი სტრუ¬ქ¬¬ტურები – გრაბენები და ჰორსტები. გრაბენი - რღვევების სისტემით წარმოქმნილი გეგმაში ხაზოვანი სტრუქტურაა, რომელშიც ცენტრალური ბლოკი დაწეულია; ჰორსტი - საპირისპირო სტრუქტურაა, რომელშიც ცენტრალური ბლოკი აზევებულია. გრაბენები და ჰორსტები შეიძლება წარმოიქმნას როგორც ნასხლეტების, ისე შესხლეტების სისტემით. დიდი მასშტაბის გრაბენების სისტემებს, რომლებშიც მაგმატიზმია გამოვლენილი რიფტებს უწოდებენ (მაგ., შუაოკეანური ქედების ღერძული ნაწილები, აღმოსავლეთ აფრიკის, ბაიკალის, რეინის). ამრიგად, წყვეტით დისლოკაციებს უდიდესი როლი ენიჭებათ რეგიონული და პლანეტარული მასშტაბის ოკეანური და კონტინენტური გეოლოგიური სტრუქტურების ფორმირებაში.


მიმაგრებული ფაილები:

disjunctive dislocations:normal foult,reverse fault,trust foult,graben,horst [en]
წყვეტითი დისლოკაციები:ნასხლეტი,შესხლეტა,შეცოცება,გრაბენი,ჰორსტი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com