ka | en
TSU

სტოქასტური რეზონანსი და სინქრონიზაცია აღგზნებად ოსცილატორებში

ავტორი: თამარ ნიკვაშვილი
თანაავტორები: თამარ ნიკვაშვილი, მარიამ ცინდელიანი
საკვანძო სიტყვები: აღზნებადი ოსცილატორები, ფიცჰიუ-ნაგუმო, ნეირონები, სინქრონიზაცია, სტოქასტური რეზონანსი, გარე ძალები, ხმაური, ჰარმონიული ზემოქმედება
ანოტაცია:

განხილულია აღგზნებადი ოსცილატორის ფიცჰიუ-ნაგუმოს მოდელი ცალკეული ნეირონისთვის. ასეთი ოსცილატორი გარე ზემოქმედების ზღურბლური მნიშვნელობისთვის იწყებს მაღალამპლიტუდიან რხევას . განხილულია ჰარმონიული ან/და შემთხვევითი გარე ზემოქმედება. პარამეტრების შერჩევით მიიღება სტოქასტური რეზონანსის ეფექტი, როდესაც გარე, შემთხვევითი ძალის მოქმედება აძლიერებს ჰარმონიული ძალის ზემოქმედებას. შემდეგ გამოვიკვლიეთ ორი ბმული, ურთიერთდაკავშირებული ნეირონისგან შემდგარი სისტემა. რიცხვითი ექსპერიმენტების საშუალებით მიღებულია სინქრონიზაციის ეფექტი და მისი დამოკიდებულება ბმის კოეფიციენტის სიდიდეზე. ნაჩვენებია, რომ სინქრონიზაციის ეფექტი მიიღება ბმის კოეფიციენტის გარკვეული მნიშვნელობისათვის. იგივე მოდელში, ორი გადაბმული ნეირონის შემთხვევაშიც მიღწეულია სტოქასტური რეზონანსის ეფექტი, როდესაც ხმაური მოქმედებს ერთ ოსცილატორზე და ჰარმონიული-მეორეზე. განხილულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმად ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის სინქრონიზაციის შედეგი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com