ka | en
TSU

დაფინგის ოსცილატორი,სიმეტრიის რღვევის შემთხვევები

ავტორი: თამარ ნიკვაშვილი
საკვანძო სიტყვები: სიმტრია, არაწრფივობა, დაფინგის ოსცილატორი
ანოტაცია:

ბუნებაში არსებულ მრავალ სისტემას ენერგეტიკული ბარიერით განცალკევებული სტაბილური მდგომარეობა აქვს, როცა სისტემას გააჩნია უნარი სტაბილურ მდგომარეობებს შორის ‘’მოძრაობის’’, ამ შემთხვევაში დინამიკა მრავალფეროვანია. განხილული საკითხი, ფაქტობრივად, განზოგადებული ამოცანაა, მიღებული შედეგები შეიძლება იქნეს გამოყენებული შემდეგ სფეროებში: კვანტური მექანიკა, ველის თეორია, ჰიდროდინამიკა და საერთოდ, სადაც ხდება ნაწილაკების მოძრაობა პოტენციურ გარემოში, ყველგან მოქმედებს ეს ლოგიკა. სისტემა გამოკვლეულია დროის სხვადასხვა ეფექტებით, მიღებულია შესაბამისი ფაზური ტრაექტორიები. დაფინგის ოსცილატორი განიხილება როგორც ღია სისტემა,რომელიც იღებს ენერგიას და გასცემს დისიპაციას. ნაჩვენებია, რომ სისტემაში შესაძლებელია სიმეტრიის სპონტანური დარღვევა პარამეტრების უწყვეტი ცვლილებისას. ამ დროს რეზულტატი იმდენად ქაოსურია, რომ რაიმეს ‘’წინასწარმეტყველება’’ შეუძლებელია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com