ka | en
TSU

ახალი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიტები ფოთოლის, სტიროლის და ვინილტრიეთოქსისილანის ბაზაზე

ავტორი: სოფო ცქიტიშვილი
საკვანძო სიტყვები: კომპოზიტი, სტიროლი, ვინილტრიეთოქსისილანი, წყალშთანთქმა, მექანიკა
ანოტაცია:

ნაშრომი ეხება, განახლებადი მცენარეული ნედლეულის ჩამოცვენილი ფოთოლის ბაზაზე ახალი ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპოზიციების მიღებას, სადაც შემკვრელად და მაარმირებელ აგენტად პირველად არის გამოყენებული სტიროლი და ვინილტრიეთოქსისილანი (in-situ პოლიმერიზაციით). მიღებული არის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ახალი კომპოზიციური მასალები. აღნიშნული მასალები შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და ბევრად აღემატება თავის ანალოგებს ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, მიღების პროცესის სიმარტივით, მიკროორგანიზმებისადმი მდგრადობით. შესწავლილია სტიროლის და ვინილტრიეთოქსისილანის თანაპოლიმერიზაციის რეაქცია. დადგენილია კომპოზიტების მიღების ოპტიმალური პირობები. მიღებული კომპოზიციური მასალების შესასწავლად გამოყენებულია კვლევის ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური მეთოდები: ფურიე გარდაქმნის ინფრაწითელი სპექტოსკოპია, 1H, 13C ბირთვული მაგნიტური რეზონანსული სპექტროსკოპია, თერმოგრავიმეტრული ანალიზი, ოპტიკური მიკროსკოპია, თერმომედეგობა ვიკატის მიხედვით, სიმტკიცე ზღვარი ღუნვაზე (ბრინელის მიხედვით), მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპია (SEM) ,წყალშთანთქმა და დარტყმითი ძალა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com