ავტორიზაცია
მეტასტაბილური ვაკუუმის დაშლის ასპექტები
ავტორი: თათია ქილიფთარისაკვანძო სიტყვები: ცრუ ვაკუუმის დაშლა, ბაუნსი, უარყოფითი მოდა
ანოტაცია:
ჰიგსის ნაწიკალის აღმოჩენის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა მეტასტაბილური ვაკუუმის დაშლის პროცესების ასპექტების შესწავლა. სხვა ველებისგან განსხვავებით, ჰიგსის ველი შესაძლებელია იმყოფებოდეს მეტასტაბილურ ვაკუუმში, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშლება. დაშლის ამპლიტუდის დასადგენად ლიტერატურაში შემუშავებულია ევკლიდურ ფუნქციონალურ ინტეგრალზე დაფუძვნებული მეთოდები. ნაშრომის მიზანია არსებული ტექნიკის შესწავლა და მორგება კონკრეტულ პოტენციალებზე, შედგენილია კოდი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პოტენციალისათვის ნაპოვნია ბაუნს ამონასნები, რომლებიც აღწერენ ვაკუუმის დაშლას. ამონახსნების მახლობლობაში აგრეთვე შესწავლილია წრფივი შეშფოთებების სპექტრი და ნაპოვნია უარყოფითი მოდები. შედარებულია რიცხვითი მეთოდით და თხელი კედლის მიახლოებაში მიღებული ანალიზური მნიშვნელობები.