ka | en
TSU

ზოგიერთი ჩანაცვლებული ბის-ინდოლილმეთანების სინთეზი სალიცილის მჟავას კატალიზური მოქმედებისას

ავტორი: მარიამი ტურიაშვილი
საკვანძო სიტყვები: 3, 3'(ფენილმეთილენ)-ბის-2-ფენილ-1H-ინდოლი, კატალიზატორი
ანოტაცია:

დღეისათვის ძალზედ აქტუალურია ქიმიური რეაქციების წარმართვა მწვანე ქიმიის კონცეფციის გამოყენებით [1]. ნაშრომში 2-ფენილიინდოლისა და ბენზალდეჰიდის კონდენსაციის საფუძველზე შემუშავებულია 3,3'(ფენილმეთილენ)-ბის-2-ფენილ-1H-ინდოლის სინთეზის ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდი. რეაქციის პირობების ოპტიმიზაციის მიზნით, სინთეზი ჩატარებულია სხვადასხვა პირობებში. კერძოდ, რეაქცია ჩატარებული იქნა გამხსნელის გარეშე, წყლის არეში, სხვადასხვა მოცულობითი თანაფარდობის მქონე ეთილის სპირტისა და წყლის ნარევში, კატალიზატორის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში რეაქცია წავიდა მაღალი გამოსავლიანობით (> 85%). აღსანიშნავია რეაქციის ხანგრძლივობა. საუკეთესო შედეგი მიღწეულ იქნა იმ შემთხვევაში, როდესაც გამხსნელად გამოვიყენეთ წყალი : ეთანოლის ნარევი, თანაფარდობით 1:1, ხოლო კატალიზატორად - სალიცილის მჟავა (კატალიზატორის ოპტიმალური რაოდენობა 15 მოლი %).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com