ka | en
TSU

მძიმე მეტალების განსაზღვრა ზოგიერთი სამკურნალო მცენარის ფესვებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ - ემისიური სპექტრომეტრიის გამოყენებით

ავტორი: ნათია ჭანტურია
საკვანძო სიტყვები: სამკუნალო მცენარეები, ფესვები, მძიმე მეტალები, მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი.
ანოტაცია:

მცენარეების ქიმიური შედგენილობა დამოკიდებულია მის სახეობაზე, განვითარების სტადიაზე, კლიმატურ პირობებზე, მკვებავი არის შედგენილობაზე და სხვა ფაქტორებზე. მცენარის სახეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქიმიური ნივთიერებების გადანაწილებაზე (ფიტოაკუმულაცია, ტრანსლოკაცია) ნიადაგიდან მცენარეში . ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა ზოგიერთი მძიმე მეტალის (Cd, Pb, Zn, Cu, Ni, Mn და Fe) რაოდენობის დადგენა ფარმაცევტული მიზნებისთვის გამოყენებული სამკურნალო მცენარეების, განსხვავებული წარმოშობის ძირტკბილასა და კატაბალახას ფესვებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრიის საშუალებით (MP-AES). მიღებული შედეგები შევადარეთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდირებულ ზღრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. სპილენძის, თუთიის, მანგანუმის და ტყვიის შემცველობა ყველა ნიმუშში ნორმის ფარგლებშია. კადმიუმის შემცველობა ქართულ კატაბალახაში (0.47 მგ/კგ) აღემატება ზდკ-ს (0.30 მგ/კგ), ნიკელის კონცენტაცია ზოგიერთ ნიმუშში ზდკ-ზე მაღალია (1.50 მგ/კგ), ხოლო რკინის შემცველობა ძირტკბილასა და კატაბალახას ფესვებში ბევრად მაღალია მცენარეებში მის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე (200 მგ/კგ). ჩვენი შედეგებიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ყველა სამკურნალო მცენარეში უნდა შემოწმდეს მძიმე მეტალების შემცველობა.


მიმაგრებული ფაილები:

DETERMINATION OF HEAVY METAL CONTENT IN THE ROOTS OF SOME MEDICINAL PLANTS BY MICROWAVE PASMA ATOMIC-EMISSION SPECTROMETRY [en]
მძიმე მეტალების განსაზღვრა ზოგიერთი სამკურნალო მცენარის ფესვებში მიკროტალღური პლაზმის ატომურ - ემისიური სპექტრომეტრიის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com