ka | en
TSU

Bi1.64Pb0.36Sr2Ca2Cu3O10 ზეგამტარის დამზადება და შესწავლა

ავტორი: სანდრო ხიზანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, მაღალტემპერატურული ზეგამტარი, Bi1.64Pb0.36Sr2Ca2Cu3O10
ანოტაცია:

ზეგამტარობა არის მოვლენა, რომლის დროსაც ელექტრული მუხტი გადაადგილდება მატერიაში წინაღობის გარეშე და ხდება ენერგიის გადატანა ერთი წერტილიდან მეორეში თითქმის უდანაკარგოდ, სითბოს გამოყოფის გარეშე. ამიტომ ზეგამტარებს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს. ზეგამტარ ნივთიერებებს გააჩნიათ ორი ძირითადი მახასიათებელი კრიტიკული ტემპერატურა (Tc) და კრიტიკული მაგნიტური ველი (Hc). ჩვენი ექსპერიმენტის მიზანია ერთ-ერთი მაღალტემპერატურული ზეგამტარი ნივთიერების, კერძოდ Bi1.64Pb0.36Sr2Ca2Cu3O10 დამზადება და მახასიათებლების შესწავლა როგორიცაა კრიტიკული ტემპერატურა (Tc), კრიტიკული დენი (Ic) და კრისტალური სტრუქტურა (XRD).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com