ავტორიზაცია
„Sars-Cov-2 ვირუსის ამპლიკონების რაოდენობრივი მაჩვენებელი სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებში“
ავტორი: მარიამ ჭითანავასაკვანძო სიტყვები: SARS-CoV-2, COVID-19, RT-PCR, ELISA
ანოტაცია:
მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) არის ამჟამად მიმდინარე პანდემიის გამომწვევი ვირუსი (2019-2022წწ), რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას COVID-19 (COronaVIrus Disease 2019 — „კორონავირუსული დაავადება 2019“). SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადების სიმძიმე, შეიძლება ითქვას, რომ არაპროგნოზირებადია, რადგან იგი განსხვავებულ გავლენას ახდენს - სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებში. ცნობილია რომ COVID-19-ის მიმდინარეობა სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში უფრო მძიმეა, ვიდრე ადამიანებში - ქრონიკული დაავადებების გარეშე. აღნიშნული მოვლენების აქტუალობიდან გამომდინარე ჩავატარეთ კვლევა რაშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებმა. ეს რისკ- ჯგუფებია: შაქრიანი დიაბეტი, C ჰეპატიტი, ჰიპერქოლესტეროლემია, ფილტვის კიბო, აუტოიმუნური დაავადებები. ხოლო საკონტოლო ჯგუფს წარმოადგენდნენ ადამიანები თანმხლები დაავადების გარეშე. თითოელ ჯგუფში გამოკვლეულ იქნა 5- 5 პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი, სიმპტომების გამოვლენიდან მე-2 დღეს. კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა SARS-CoV-2 ვირუსის ამპლიკონების რაოდენობრივი მაჩვენებლები სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებში, რაც განისაზღვრა RT-PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში). შემდგომ კი გამოკვლეულ იქნა იგივე ადამიანების სისხლის შრატში SARS-CoV-2 ვირუსის IgM ანტისხეულების რაოდენობა ELISA მეთოდით (იმუნოფერმენტული ანალიზი), სიმპტომების გამოვლენიდან, განსხვავებული დროის ინტერვალში. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა აღნიშნული ორი მეთოდით ჩატარებული კვლევებით მიღებულ შედეგებს შორის ურთიერთკავშირი. მიღებული მონაცემების გათვალისწინებით დადგინადა, რომ სხვადასხვა რისკ- ჯგუფის ადამიანებში SARS-CoV-2 ვირუსის ამპლიკონების რაოდენობა განსხვავებულია, ასევე გამოიკვეთა, რომ სისხლის შრატში IgM ანტისხეულები გაცილებით გვიან იმატებს, ვიდრე ცხვირ-ხახის ნაცხის პჯრ მეთოდით ვირუსის აღმოჩენისა.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]